"არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.
„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვე შტამი აქვს. დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი B2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთების აუცილებლობას. მისი თქმით, კვლევის თანახმად, ბუსტერი სერიოზულად იცავს პირს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.
„მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით ბუსტერიზაცია, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
