Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 895 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 791 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%.
დღეს წითელი პარასკევია. დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან 30 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
ქრისტიანობის ყველა მცნება გამოვლინდება 2 მთავარი მცნებით. ეს არის გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.