April 3, 2026

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 895 ჯერ

ყველა იმ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა ვთხოვო, ხელს ნუ შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას, ნუ გამოვიყენებთ ექიმების გმირობას და კეთილგანწყობას ბოროტად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 833 ჯერ

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.
მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო არ ჩანდა ბოლო ორი დღე აქციებზე.

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 918 ჯერ

ქუთაისის კლინიკა ბომონდი გარდაცვლილ ცოლ-ქმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 681 ჯერ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს.

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 466 ჯერ

სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

ნოემბერი 06 2020 წაკითხვა 644 ჯერ

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

 

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734.

გვერდი 422 სულ 614
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.