"დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული" - შატილში მომხდარი ავარიისას დაშავებული
შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
როგორც ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დაზარალებულმა ოჯახებმა ადვოკატი აიყვანეს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ავტოკატასტროფა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობამ გამოიწვია. ის მოუწოდებს ყველას, ვისაც კომპანია Traveler.ge-სთან უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს, მასთან ითანამშრომლონ.
"ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული. ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილისა და დაშავებულების ოჯახებმა და იმედი გვაქვს, დავამტკიცებთ, რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია და თუ ეს დამტკიცდა, კომპანია თრეველერ.ჯი -ს ბრალეულობას წაუყენებენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებულ კომპანიას არ მოუკითხავს არცერთი მისი მგზავრი, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა, მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობასა და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!
უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობიდან, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი, ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენად!"-წერს ხატია დევსურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი