ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ძმის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, ე.წ. "სუს"-ის ფაილებში აღმოჩენილ სიახლეზე წერს:
"გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ!
სუს-ის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ "მოწმეები", რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს.
რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა, ვითომ თავისით გამოჩნდნენ. რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს "მოწმეები" იმას იმეორებდნენ, როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე... ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ "მოწმეებს" იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ.
ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად. ახლა კი მთავარი! ამ დღეებში "სუს"- ის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,"მოწმე". ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი. ნერგავენ ხოლმე, ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქედან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.
მის შესახებ ყველაფერი ცნობილია - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს "სუს"-ის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.
ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.
ნელ-ნელა ყველას დრო დადგება!" - წერს ვახო სანაია
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
