"ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სპეცოპერაციით და არა არჩევნებით დასმული "პრეზიდენტის" კორონაცია"
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მიუხედავად უსერიოზულესი პრობლემისა, რომლის წინაშეც მე და ჩემი ოჯახი ვდგევართ და თქვენ იცით რაზეცაა საუბარი, მიუხედავად ამისა შეუძლებლად მიმაჩნია არ გამოვეხმაურო ხვალინდელ დღეს – 16 დეკემბერს, როდესაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სპეცოპერაციით და არა არჩევნებით დასმული "პრეზიდენტის" კორონაცია. დიახ, კორონაცია და არა ინაუგურაცია. ამ გამოშიგნულ, ძირითადი უფლებებისგან დაცლილ პოსტზე ყველაზე სამარცხვინო "არჩევნებით" გასულ, აქამდე არსებულ პრეზიდენტთა შორის ყველაზე მიუღებელ პერსონას – სალომე ზურაბიშვილს ქვემეხების გასროლით, "სახალხო" ზარ–ზეიმით და მრავალჟამიერით ხვდებიან ამ ხელისუფლების ღია და ფარული დამქაშები.
მე არ ვიცი, პირველივე ტურის შემდეგ, რომელიც ჩვენ სინამდვილეში მოვიგეთ, უნდა გამოვსულიყავით ქუჩაში, მეორე ტურის ღამესვე უნდა ვმდგარიყავით გარეთ თუ ხვალ – 16 დეკემბერს უნდა გავიდეთ და აღარ შემოვიდეთ შინ სანამ ამ უსამართლო შედეგს არ დავამარცხებთ, ეს არ ვიცი, რადგან ამას მარტო შეძახილი არ ეყოფა, ამას მზადყოფნა და ადამიანურის გარდა სხვა რესურსებიც ჭირდება, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია ჩემთვის: ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ჯარის მიერ უარყოფილი მთავარსარდლის და ძალადობით არჩეული "პრეზიდენტის" ლეგიტიმაცია არ მოხდეს ან როგორც მინიმუმი, მისი ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ!
ამის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ამ "არჩევნების" რეალური მონაცემები, არამედ დასავლეთის მიერ ამ არჩევნების უკიდურესად უარყოფითი შეფასება. რაც შეეხება მილოცვებს, ეს პროტოკოლით აუცილებელი პროცედურაა, როცა ამ შეფასებას არ მოჰყვება ადექვატური ძალის პროტესტი და მეტი არაფერი. დასავლეთის დამოკიდებულება ამ "არჩევნების" და "პრეზიდენტის" პერსონის მიმართ ძალიან მკვეთრად და რადიკალურად გამოიხატა 16 დეკემბრის ღონისძიებაზე სტუმრად ჩამომსვლელთა საზოგადოებით.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ – აუცილებელია სალომე ზურაბიშვილის "პრეზიდენტობის" ლეგიტიმურობის როგორც მინიმუმ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და თუ ამას მისთვის სხვადასხვა მიზეზით ხმის მიმცემი – 5 კგ კარტოფილის, ნაცების შიშით თუ ფრანგულაქცენტიანი დამტვრეული ქართულით მოხიბლული საზოგადოება დღეს ვერ ხვდება, ძალიან მალე დაინახავს ამის აუცილებლობას, როცა ამ "პრეზიდენტის" განცხადებები საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს და უსაფრთხოებას.
მიგულეთ თქვენს გვერდით ყველამ, ვინც ხვალ – 16 დეკემბერს ამ სამარცხვინო "პრეზიდენტის" სამარცხვინო ზეიმს გააპროტესტებს!
ძალა ერთობაშია!" – წერს ირინა სარიშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"