May 17, 2024

"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ ”გაცემული პასუხებით”. 


ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. 


ძველი ხელშეკრულებით საქართველო ღებულობდა 40 მილიონი დოლარის ღირებულების გაზს ნატურით, კალაძის ხელშეკრულებით კი გვიხდიან მაქსიმუმ 15 მილიონ დოლარს, ანუ წელიწადში ვკარგავთ 25 მილიონ დოლარს, რაც დღევანდელი კურსით 65 მილიონი ლარია. სწორედ ამიტომ ასაიდუმლოებენ ამ ხელშეკრულებას. 


ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, რომელსაც თავის დროზე ამ ხელშეკრულებასთან ჰქონდა შეხება, გაზპრომის მიერ გადახდილი ტრანზიტის საფასური მხოლოდ 11 მილიონი დოლარია, რაც ჩვენი მხარის მიერ გაზის სომხეთის საზღვრამდე მიტანის ხარჯებს თუ ყოფნის. 


თუ რატომ მოხდა ასეთი საზიანო ხელშეკრულების გაფორმება, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება. 
რა არ გამჟავნებულა ან საქართველოში რამე დამალულა?!"– წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 909 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.