November 23, 2024

"იქნებ ჰკითხოთ ვინმემ, რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირება აქ 10 000 რუსი სამხედროს "დაბმას"

გადაცემა „უცნობის კიდობანში“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტუმრობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება ორგანიზაცია „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

 

შაქარიშვილი გადაცემის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ჯაფარიძემ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შესაბამისი მოძრაობები უნდა გააკეთოს. 

 

"მგონი დაცხრა ემოციები და შეგვიძლია ცივ გონებაზე განვიხილოთ ზურა გირჩის ეთერი „უცნობის კიდობანში“. იმ მსჯელობაში აღარ შევალ, უნდა მიეწვია თუ არა, პასუხი ერთია - არა! მიზეზიც მარტივია - ქართველი ხალხი და გირჩი ერთ ნავში არასოდეს იჯდება!

 

აღნიშნულ გადაცემაში, ვისთვის რა იყო სკანდალური და ვისთვის რა? გირჩმა, პირდაპირ ეთერში ჩაუშვა საკუთარი პატრონები, გააცხადა მათი რეალური მიზნები საქართველოსთან მიმართებაში და ღიად თქვა, რომ ფულის გამო, უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება…ზურა ჯაფარიძემ გაგვცეს პასუხი მისივე ნათქვამზე, ვციტირებ: “ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი მოძრაობები, რომ საქართველოში “დავაბათ” 10.000 რუსი ჯარისკაცი…"

 

იქნებ ჰკითხოთ ვინმემ, რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირება აქ, 10.000 რუსი სამხედროს “დაბმას” და შედეგი რა იქნება?!“- წერს ვატო შაქარიშვილი.

რაც შეეხება გადაცემაში გაჟღერებულ ინფორმაციას ლევან გაჩეჩილაძის 7 მილიონით დაფინანსების შესახებ, შაქარიშვილი ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდება იყო და ამის ატაცება ოპოზიციური მედიების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

 

„ნაცმედიებმა ცხადია აიტაცეს კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, რაზეც მკაფიო და ამომწურავი პასუხი გაეცათ. სიმართლე ერთია ამ საკითხის გარშემო - სესხად გაცემული დაფინანსება მიიღო არა ლევან გაჩეჩილაძემ, არამედ 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ!

 

ნაც-ლიბერალები რომ გაჰყვირიან, ბაზრების დივერსიფიცირებაა აუცილებელი და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაო, სწორედ ამ მიზანს ემსახურება დაფინანსებული პროექტიც - ამერიკული ბაზრისთვის შესაბამისი ქართული ღვინის წარმოებას და პოპულარიზაციას!

 

ნაცების მხრიდან მოკლეფეხებიანი ტყუილები ახალი არ არის, ამასაც გაეცა პასუხი და მომავალშიც სიმართლით ვუპასუხებთ მათგან მომავალ სიცრუეს!“- წერს ვატო შაქარიშვილი.

წაკითხვა 466 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.