"სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ" - მიხეილ სააკაშვილი
სოფო ჯაფარიძის მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სოფო ჯაფარიძეს საზოგადოების დიდი ნდობა აქვს.
„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).
არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.
სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს“,- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
