"ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ" - გიგი უგულავა

მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმეს წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, ყველა „ნაციონალის“ იდენტობის ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

„არ ვარ საქართველოში. შემოვიდა შეკითხვების კასკადი დაახლოებით ამ შინაარსის - „ წყარო გვიყვება რომ „ნაცმოძრაობაში“ ბრუნდებით“... ესაა ჩემი პასუხი - მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს და მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ.

რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ და ჯერჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად მიმაჩნია საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად, ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემი აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი, რომ დღეს ყველა „ნაციონალის“ იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი „ნაცების“ ერთობის არის სააკაშვილი. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე - რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე. საქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს გიგი უგულავა.

წაკითხვა 310 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.