"ესაა ის, რის გამოც მატყუარასა და დეზინფორმატორს გვიწოდებდით"
დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ხურვალეთი.15.03.2019.
ხუროშვილის ეზო. სახლი, რომელიც სურათში ჩანს, უწოდებენ გუცაევის სახლს.
პატივცემულო ტროლებო, რუსეთუმეებო, სანამ დაიწყებთ დატროლვას და მიზეზების მოჩხრეკას, აბა ეს ლოკაცია როგორ დავადგინოთ,იიი, ფოტოშოპია, მართლა ხურვალეთია თუ არა და ა.შ., კითხეთ თქვენს პატრონებს, კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ. არ გაისარჯოთ. არ ინერვიულოთ. ესაა ის, რის გამოც მატყუარას და დეზინფორმატორს გვიწოდებდით.
მეგობრებო!!!
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გუშინ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში.
ხურვალელებო!
გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი
#ძალაერთობაშია
პ.ს. ეს იყო ლუდა სალიას სიზმარი..."- წერს დავით ქაცარავა და ფოტოს აქვეყნებს.
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი