"18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, ფარცხალაძე და ხაზარაძე, ეს ვისი ბრალია?"
საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ტვ ეთერით ვისმენ ხაზარაძის ცოდვილობით და წვალებით „გაპრავების“ მცდელობას (ეროვნული ბანკის პოლიტიკის ბრალია მაღალი პროცენტებით), ჰოდა, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, ესეც ეროვნული ბანკის? სამშენებლო სესხით ლომბარდებთან რომ არიან შეკრულები, ესეც ეროვნული ბანკის ბრალია? ამხილე მაშინ, შე კაი კაცო, მუდმივ მაშველ რგოლად რომ იყავი ყველა ხელისუფლების დროს და, მით უფრო, ივანიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის წინ რომ შემოაგდეს ხაზარაძე, აი, მაშინ, ბილბორდებზე მთელი „ქართული ოცნება“ რომ იყო გამოჭიმული.
ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: „2017 წელს უკვე მივხვდი ბიძინა ივანიშვილის მიზნებს, როცა მითხრა პირად საუბარში, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?“ ჰოდა, თუ მიხვდა ხაზარაძე ბიძინას რუსულ მიზნებს, მაშინ 2018 წელს ისევ მაშველ რგოლად რატომ მოევლინა ოლიგარქ ივანიშვილს?
პ.ს. 90-იანების ანაბრებით შექმნილი ხაზარახის ბიზნეს „შპს“ – ეს ცალკე ყურადღების თემაა და ჩვენი ქვეყნის ტრაგიკომედიაა.
წინ, საქართველოვ, რა, წინ, შენ გენაცვალე! უნდა ამოვიდეს ეს ქვეყანა როგორმე ამ 30-წლიანი მოჯადოებული წრიდან, ამ მუსტანგზე ამხედრებული „სიაფანდების“ შექმნილი წუმპიდან!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
სიახლეები
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
- 7 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღე
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International