"ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს, პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდაო, მე არ დამიშავებია არაფერი"
გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა, როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზეა.
„მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს „პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა“. მე არ დამიშავებია არაფერი, რაშიც მადანაშაულებენ. მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის. მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ. მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ“,- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
