"გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა" - თორნიკე ბარათაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალას აქვეყნებს.
მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”.
„უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ. გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა.
ვეხმაურებოდით კომიტეტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რწმენა დროებითი გადახურვის საიმედობის შესახებ უსაფუძვლო იყო და მივუთითებდით მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ზამთარი მშვიდად ყოფნა.
კლიმატის გაუარესების შემთხვევამ (რაც გელათის ზონაში მოსალოდნელი და დასაშვები პირობაა) გამოაჩინა, რომ გადახურვის მდგრადობის მიუხედავად (კონსტრუქცია და თუნუქი არ დაზიანებულა), კონცეპტუალური წუნის გამო, ტაძრებში წყლის ინფლიტრაციის რისკები ვერ იქნა დაზღვეული.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებით 5-6 თებერვილის დროს ტაძრებში წყლის შეღწევის ყველა ლოკაციას შეისწავლიან და ანგარიშის სახით წაურდგენენ საზოგადოებას“, – წერს ბარათაშვილი.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ