“მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
“შუახნის მამაკაცი შვილიშვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, როდესაც გულმკერდის არეში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნო. თავად დარეკა 112-ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გამოძახების ადგილზე მისულ, თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებს პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილით დახვდათ.
“აღმოჩნდა, რომ მას ამ დრომდე მსგავსი ტიპის ჩივილები არ ჰქონია.
ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის გადმოცემით, პაციენტს სტენოკარდიასთან ერთად, ელექტროკარდიოგრამის გადაღებისას არითმიაც აღმოაჩნდა. მამაკაცი იყო კონტაქტური და აქტიური. შესაბამისი მკურნალობის დროს მან მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე და დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო.
0431 ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით და სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული.
ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების უმცროსი ექიმის იაკობ თოდუას და სასწრაფო დახმარების მძღოლის სოსო მაკარაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი.
ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი 35 წელია, სასწრაფო დახმარების ექიმია და მას არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, რომელთა შორის ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირიც გახლავთ, რომლის სიცოცხლეც 0431 ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დახმარებით გადარჩა".
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
