"საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს" - შარლ მიშელი
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები.
როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების გაღრმავება სჭირდება ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში.
რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვია.
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს”, - წერს შარლ მიშელი.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"
