"ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის ვერ პასუხობს ქალაქის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ გამოწვევებს. პრიორიტეტი ისევ ადმინისტრაციულ ხარჯებს და არამიზნობრივ პროექტებს ენიჭება, რაც ბიუჯეტის თითქმის ნახევარია მაშინ, როცა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლებია გამოყოფილი. ეს მნიშვნელოვანი დისბალანსია, რაც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასიცოცხლო საჭიროებებს უგულებელყოფს.
საგანგაშოა, რომ ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, მინიმალურამდეა დაყვანილი სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სხვა არაერთი მსგავსი პროექტი, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, ასევე მცირდება რიგი სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები.
მიუხედავად ბიუროკრატიული ხარჯების ზრდისა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ბიუჯეტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. იმედი მაქვს, საკრებულო მერიის მიერ ამ ფორმით წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ დაამტკიცებს. საჭიროა, ბიუჯეტის ძირეული გადახედვა და ქალაქისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსება, რათა ქუთაისის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ეფექტურად გადაიჭრას.
მოგეხსენებათ, აქტიურად ვიქნები ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში და ყველა იმ პრობლემურ საკითხს დავაყენებ, რაზეც აქამდეც ბევრჯერ მისაუბრია. თუმცა, წელს მინდა გამოვიყენო შანსი და ქალაქის მოსახლეობას პირადად გკითხოთ თუ რა გაწუხებთ და რა არის თქვენთვის ის პრობელმა, რაც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. გულდასმით მოვისმენ თქვენს წინადადებებს და შეძლებისდაგვარად გავაჟღერებ საკრებულოში!" - წერს ელეონორა არჩაია.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
 - "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
 - "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
 - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
 - "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
 
		
											
											
		  	
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															