"ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს" - მიხეილ სააკაშვილი
სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემ წინააღმდეგ. მისი დაწერილი „საქმით” მასამართლებენ დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, “პიჯაკების” და “7 ნოემბრის” საქმეზე, ოფიციალური საბრალდებო დასკვნა, ოფიციალურად ხელმოწერილია მაშინდელი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიერ“.
„დამოუკიდებელმა არხებმა მშვენივრად გააშუქეს ჩემი “სასამართლო” პროცესი. გამოჩნდა სახე მათი, ვინც რამეს მაბრალებს, ვინც ჩვენებას იძლევა და გადაწყვეტილება ვისაც გამოაქვს, კი იცით. თუმცა იყო ერთი ხარვეზი - ორივე ძირითადი არხი იმეორებდა “მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალი რომანოვ-ფარცხალაძის დაწერილია”. ჩემი თქმით, კი არა მეგობრებო, “პიჯაკების” და “7 ნოემბრის” საქმეზე, ოფიციალური საბრალდებო დასკვნა, დიახაც, რომ ოფიციალურად ხელმოწერილია მაშინდელი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიერ.
საქმე ისაა, რომ „ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს, შემდეგ მოსკოვის მითითებით დანიშნეს ფარცხალაძე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, „ეფესბეს“ მოქმედი ოფიცერი იყო და სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემ წინააღმდეგ. მისი დაწერილი “საქმით” მასამართლებენ დღემდე“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
