"შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი.
“რატომ არ ამბობს ეს არასერიოზული რეპორტიორი, რომ სწორედ ობამამ გახადა შესაძლებელი რუსეთისთვის ყირიმის უკრაინისგან მოპარვა ერთი გასროლის გარეშეც კი? გაუკრიტიკებია ოდესმე ბეიკერს ობამას მიერ ყირიმის გაცემა? არა, ერთხელაც არა, მხოლოდ ტრამპი, მე ამ სულელურ ომთან არაფერი მქონია საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი - თეთრეული. ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ეს პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ცდილობს ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოასწოროს.
„უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!“- წერს ტრამპი.
სიახლეები
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ილია თოფურიამ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია