“ისე წერენ ალექსანდრე კარტოზიაზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, თითქოს “ვივამედელი” მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა” - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია, ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.
გამსახურდიას განცხადებით, კარტოზიაზე ისე წერენ, რომ შევარდნაძის მთავრობის მინისტრი იყოო, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ამავე მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა არაერთი წარმომადგენელი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებდნენ.
“ისე წერენ ეს მანქურთები კაცზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, რომ თითქოს ეს ვივამედელი მასხარა, იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი ნაც-შპანა, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და უნამუსოდ თან. თუმცა, ნაცები და ნამუსი, რა მოსატანია.” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
