"ოცნების" ხელისუფლება უუნაროდან აბსოლუტურ პროვოკატორად და მოძალადედ გადაკვალიფიცირდა"
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ოცნების ხელისუფლება უუნაროდან აბსოლუტურ პროვოკატორად და მოძალადედ გადაკვალიფიცირდა!
ფაქტი და სიმართლეა რომ:
1. 20 ივნისის ღამეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული უნდა იყოს
2. ფაქტზე საქმის აღძვრა ნიშნავს რომ ყველაფერს იძიებ რაც იმ ფაქტის დროს ხდებოდა
3. პოლიტიკურ ანგარისწორებას მაშინ არ დაგაბრალებენ როცა ფაქტს სრულად გამოიძიებ, იმის მიხედავად დღეს ვინ რომელ მხარეს დგას
4. ადამიანის პატიმრობას მაშინ ითხოვ როცა ის საფრთხეს წარმოადგენს და ამ საფრთხის პრევენცია არ შეგიძლია
რა ვითარებაა დღეს:
1. საქმე აღძრულია
2. ასობით კადრი არსებობს დანაშაულის შესახებ, გვარებით და სახელებით არის ხალხი ცნობილი, თითქმის ერთი კვირა გავიდა და არავის სისხლის სამართლის პასუხისმგელობის საკითხი არ დამდგარა.
3.დაკავებული გყავდათ აქციის მონაწილეები, რომელთა ინდივიდუალურად იდენთიფიცირებული დანაშული არ არსებობს, არავის დაუდგენია და მიუხედავად იმისა რომ დღეს, როგორც ამბობენ, ყველა გათავისუფლებულია უდანაშაულოდ არ უცნიათ ისინი და არ გაუმართლებიათ, უბრალოდ საპატიმრო სასჯელი მოუხსნეს. კიდევ ერთელ გავიმეორებ, ამის საპირისპიროდ სრულიად იდენთიფიცირებული მოძალადეებიდან არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერესო არ მითხრათ;
4. გახარია ისევ მინისტრია და ჩამოცილებულიც კი არ არის. რატომ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობაო და კიდევ ერთხელ:
უკანონო ბრძანების გაცემისთვის: სერიოზულად ნუ იმსჯელებთ იმაზე რომ ტყვიების გამოყენების ბრძანება არ იყო გაცემული, და რომ იყო გაცემული დღემდე არ გვინახავს ის აქტი რომელიც ასაბუთებს რომ რუსთველზე რამე ისეთ ხდებოდა რაც გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად დამატებით აუცილებლობას წარმოადგენდა;
მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენინე საათიანი ანგარიშწორების დროს უმოქმდობისთვის: იქნებ ვინმემ დაინახეთ რუსთაველ/კოსტავაზე მორბენალი გახარია საკუთარ აღვირაწყვეტილ პოლიცილებს რომ დასდევდა და აშოშმინებდა; ან ვინმე ვინც იგივე მისი ბრძნებით აკეთებდა, არადა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს.
5. მაშინ როცა კონკრეტული, იდენთიფიცირებული მოძალადეების პასუხისმგებლობა არ დგება, პირველი რაც გაგახსენდათ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვე, და მერე გაგიკვირდებათ რა შუაშია პოლიტიკური ანგარიშსწორებაო. ისევ და ისევ განმარტება საჭიროა:
დეპუტატს იმუნიტეტი იმიტომ იცავს რომ პოლიტიკური ნაგშისწირების მსხვერპლი არ გახდეს, თორემ დანაშაულზე პასუხს აგბეს ბუნებრივია;
წინასწარი პატიმრობა გამოიყენება როცა საფრთხე სახეზეა;
ვინაიდან მიმალვის საფრთხე ითქვა, თან სასწაული არგუმენტით დიპ პასპორტი აქვს და შენგენში შევაო, ნეტავ უნდა განვმარტო?
უვიზო ნიშნავს რომ ყველა პასპორტით შედის;
სანამ იქ შევა აქედან უნდა გავიდეს და ნებისმიერ მესაზღვეს შეუძლია არ გაუშვას;
პასპორტი შეგიძლიათ გაუჩეროთ;
სხვა სისულელეს რო იტყვით მერე იმაზეც გამოგეხმაურებით
სწორი რა იქნებოდა:
1. სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება საქმეზე
2. გახარიას თანამდებობისთვის ჩამოცილება
3. უკვე იდენთიფიცირებული მარბიელების / მოძალადეების პასუხისმგებლობის დაყენება
4. მიტინგზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება გამართლებით, ბოდიშის მოხდით;
5. მელიასთვის პასპორტის გაჩერება, ისევე როგორც სხვებისთვის, მაგალითად იმავე გახარიასთვის;
6. გამოძიების სწრაფად დასრულება და სასამართლოში წაღება
მადლობა ყურადღებისთვის
PS. არ დამავიწყდეს იმათ უთხარით ორონდ არც უპრეცედენტო იქნება, არც პირველად საქართველოში ისტორიაშითქო. ვალერი გელაშვილი რომ საბავშვო ბაღს წვავდა ეგ ამბავი გაახსენეთ უგულავას და მოგიყვებათ,"- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"