"ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება"- მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან.
თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.
აქვე, უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები.
დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა.
ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ!"- წერს ის და ფოტოს აქვეყნებს.

სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
