ივანიშვილს და „ოცნებას“ "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარტია "ტისას" და პიტერ მადიარს ულოცავს არჩევნებში "ისტორიულ გამარჯვებას" და აცხადებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი.
სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემ წინააღმდეგ. მისი დაწერილი „საქმით” მასამართლებენ დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ზვიად გამსახურდია და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ და მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ [ალასანია] მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა -მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
