როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.
პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, იგი სრულიად იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს".
ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.
გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის" ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე სოციალურ ქსელში მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილებას ეხხმაურება:
"მე ჯერ არ მსმენია მაგალითი (საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვით მოძრაობებში ვარ ჩართული) რომ აქტივისტური მოძრაობა იღებდეს ასეთ კომფორმისტულ გადაწყვეტილებას. განგებ ფუთავდეს ამას ვიდეო განაცხადის სახით და ავრცელებდეს მცდარ ნარატივებს. დიდ პრობლემად ეს მცდარი ნარატივი მიმაჩნია.
რეგისტრაციის გადაწყვეტილება პრობლემურია თავად ამ ორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ ზოგადად მიიღეს დარეგისტრირების გადაწყვეტილება!
ახლა ნარატივების შესახებ:
1 თეზისი - 5 წელია ისედაც გვეძახიან აგენტებსო და ეს არაფერს ნიშნავსო. გეძახიან ერთია, ხოლო მეორეა შენი ნებით რომ თანხმდები კანონმა ასე გიწოდოს. შენ განაცხადე ნებაყოფლობით თანხმობა კანონის დონეზე იყო უცხო აგენტი!
2 თეზისი - კანონში არ არის სიტყვა უცხო აგენტიო. უცხო ძალის ინტერესების გატარება არის უცხო აგენტის დეფინიცია. სიტყვათა ჩანაცვლებით კანონი არ შეცვლილა. ამ კანონს გინდ გამჭვირვალობა, გინდ პალიასტომიც რომ დაერქვეს ის არის რეპრესიული კანონი მტრების საძიებლად და ეს მტერი რეჟიმს ჰგონიხარ შენ.
3 თეზისი - 55 000 ლარი იქნება ჯარიმები და ვერ გავუძლებთო. რა უფრო მნიშვნელოვანია სირცხვილიას როგორც ორგანიზაციის არსებობა თუ ღირსება? მიზნის მიღწევისთვის მრავალი ფორმა არსებობს. აშკარად ყველაზე უარესი სცენარი წარმოიდგინეს და შიშს თვალები ფართოა მდგომარეობიდან მიიღეს გადაწყვეტილება. აცდენილია აქტივიზმის ბუნებას ასეთი რამ. აქტივისტებს არც ჯარიმების, არც ციხის და არც არაფერი სხვა უნდა აშინებდეს. ამტკიცებენ არაო, მაგრამ სიტყვა და ფაქტი ვერ ჯდება ერთმანეთში.
4 თეზისი - რეგისტრაციით რესურსებს შევინარჩუნებთ და არჩევნების მოგებაზე ვკონცეტრირდებითო. არჩევნების მოგება შეუძლია ადამიანებს. ადამიანებს კი ამოძრავებთ ნდობა. ამ ფორმით და ამ გადაწყვეტილებით დაიკარგა ნდობა, რომელიც შეამცირებს შემომწირველთა რაოდენობას, პარტნიორი ორგანიზაციების სურვილს ითანამშრომლონ მათთან და დონორების ხედვას ამ მოძრაობის მიმართ. ეს უკვე ჩანს სოციალურ ქსელში. რანაირად არის მიღწეული მიზანი, როცა მთავარი გაანიავეს?!
და ბოლოს, გინდ დარეგისტრირდით გინდ არა თუ არჩევნები ისე არ დასრულდა როგორც თქვენ განიზრახავთ (როგორც ჩანს ამის გათვლამდე არ მისულან) თქვენ კი არა ახალ წლამდე არავინ გარდა გონგოებისა არასამთავრობო სექტორში არ დარჩება. გაიხედეთ ახლო მეზობელთან და იხილეთ თქვენი მომავალი.
ერთი სიტყვით "სირცხვილიას" დაემართა სწორედ ისე როგორც "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსის მიმართ. ფინიშთან მივიდა, ძირს გაწვა და ფეხები გააფხაჭუნა ძახილით “არ მინდა ფინიშიო”.
ისეკი წარმოიდგინეთ! მართლა არავის რომ არ შეეტანა განაცხადი!"- წერს ნუგზარ კოხრეიძე.