შოთა არველაძე "სუპერ ლიგის" საუკეთესო მწვრთნელად მეორედ დაასახელეს
შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
"ზედიზედ მეორედ, სუპერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს, შესანიშნავი სეზონისთვის და ყველა გულშემატკივარს, ყოველდღიური მხარდაჭერისთვის", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ 47 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ტაშკენტის "ფახთაქორი" ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. "ფახთაქორმა" 21 თამაში მოიგო და ჩემპიონატში მხოლოდ სამჯერ დამარცხდა, 2-ჯერ კი 2 ფრე ითამაშა.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
