ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთში ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს
ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ - გრან პრიზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 10 შესაძლებლიდან 9 მედალი მოიპოვეს.
ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.
დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
