ქალთა კალათბურთის ოთხმე(გ)ზური WNBA-სკენ
კასპერში ზაფხულის ბოლოს ჩამოვედით. კოლეჯმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა საკალათბურთო დარბაზმა და სავარჯიშო პირობებმა
ამერიკულ ქალთა კალათბურთში ნატალია ოთხმეზური და ანა ქავთარაძე პირველი ქართველი გოგონები არიან, ვინც სრული სტიპენდია და აშშ-ის კოლეჯების ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. ახალგაზრდა ქართველებმა უკვე მოასწრეს ჯუნიორ კოლეჯების ლიგის ბინადარ კასპერის "თანდერბირდში" გაშინაურება. სამწუხაროდ, ანა ტრავმამ შეაფერხა, 19 წლის ნატალია ოთხმეზური კი შედეგიანობას მატჩიდან მატჩამდე უმატებს და 3 დეკემბერს სულაც 38 ქულა ჩაუგდო ოტეროს კოლეჯს! ნატალიასგან არც გვიკვირს, ლიდერი და კაპიტანი იყო თითქმის ყველგან, სადაც უთამაშია, ქართულ გუნდებსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში. შედეგიანად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონშიც. სამი წლის წინ U18 ევროპის ჩემპიონატში MVP-ც (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) გახდა - საუკეთესო მექულე (20.0), მეპასე (4.2) და ჩამჭრელი (4.0) იყო. თუმცა საქართველო და ევროპა სხვაა, კალათბურთის სამშობლოში წარმატება კი ორმაგად ფასეული. მით უმეტეს, რომ სტუდენტური ლიგიდან არც WNBA (ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) არის ძალიან შორს! ნატალია ოთხმეზურს ვაიომინგში შევეხმიანეთ:
- ნატალია, სანამ აშშ-ში "ჩამოვალთ", სულ თავიდან დავიწყოთ: როდის და როგორ გაჩნდა კალათბურთი შენს ცხოვრებაში?
- მას შემდეგ, რაც ჩემმა ძმებმა დაიწყეს სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში, მეც ძალიან დავინტერესდი და მამამ ბატონ ზურა რაზმაძესთან მიმიყვანა სავარჯიშოდ. დღეს კალათბურთელი რომ ვარ, ჩემი მასწავლებლებისა და მამაჩემის დამსახურებაა. მამა პირველივე დღიდან გვერდით მიდგას და მეხმარება. შეიძლება ითქვას, ჩემი პირადი მწვრთნელიც არის.
- ოთხი წლის ასაკში ჩემს უფროს დასთან ერთად ფიგურული ციგურაობის სექციაში მივედი, თუმცა ყინულზე სრიალს მალევე დავანებე თავი.
- ფაჩულიას აკადემიაში მისვლამდე ვთამაშობდი "ოვერტაიმში" ზურა რაზმაძესთან, "ბასტიონში"– ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანთან, "თსსუ"-ში სერგო იშხნელთან, "არმიაში" ბატონ ნუგზარ კანდელაკთან. 2015 წლიდან ვარ საქართველოს ქალთა ნაკრებში, ნინო ყიფშიძესა და ზვიად დიდბარიძესთან.
- ერთია საქართველოს პირველობაზე თამაში და სულ სხვაა, როცა შენს ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენ. ყოველი გასვლითი თამაში დიდ პასუხისმგებლობასა და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა, როცა MVP ხდები და ახალი მიღწევებით ბრუნდები სამშობლოში.
- აშშ-ში სწავლისა და თამაშის შესაძლებლობის მოცემით ზაზა ფაჩულიას აკადემიამ განვითარების კარგი შანსი მოგვცა. ამ ყველაფრისთვის აკადემიას უდიდეს მადლობას ვუხდით! მე და ანა ერთდროულად ჩავირიცხეთ კასპერის კოლეჯში. ცოტა არ იყოს, დამღლელი აღმოჩნდა ჩასვლისთანავე ინტენსიური ვარჯიშები და სწავლის დატვირთული გრაფიკი, მაგრამ ალღო ავუღეთ და თანაგუნდელებთან ერთად წარმატებით ვასრულებთ მწვრთნელების დავალებებს.
- საკალათბურთო გუნდისა და სწავლების დონის მიხედვით.
- "ძლიერი პროგრამა" გულისხმობს ინტენსიურ ვარჯიშებს, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ფიზიკურ დატვირთვას და ა.შ. დიდი ყურადღება ექცევა დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებასაც. აქ ზაფხულის ბოლოს ჩამოვედით. კოლეჯმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა საკალათბურთო დარბაზმა და სავარჯიშო პირობებმა. გუნდი და მწვრთნელები თბილად შეგვხვდნენ.
- ენობრივი ბარიერისა და განსხვავებული მენტალიტეტის პრობლემები არ მქონია. ცხადია, მიჭირს ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ ამასთან გამკლავებას ხშირი კომუნიკაციით ვახერხებ.
- ის, რომ ამჟამინდელ გუნდში მხოლოდ თეთრკანიანი მოთამაშეები არიან, შემთხვევითობაა. მაგალითად, ჩვენი კოლეჯის ვაჟთა გუნდში უმეტესობა შავკანიანი სპორტსმენია.
- ისევე, როგორც აშშ-ის შტატების უმეტესობაში, აქ სწავლას დიდი ყურადღება ექცევა. თუ საკმარისი კრედიტი ვერ დააგროვე, თამაში გეკრძალება.
- ბუნებრივია, ვინერვიულე "თანდერბირდის" შემადგენლობაში გამართული სადებიუტო მატჩისას, თუმცა კარგად ვითამაშე და მწვრთნელის შექებაც დავიმსახურე.
- ნებისმიერი წარმატების საიდუმლო თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარულია. მწვრთნელებისა და თანაგუნდელებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან საქართველოს შესახებ.
- ამერიკელების კალათბურთით გაკვირვება მართლაც ძნელია. რაც უნდა ტრავმა ან პრობლემა გაწუხებდეს, ფორმაში ყოფნა აუცილებელია, რადგან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩემ უკან ჩემი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები არიან და ძალიან არ მინდა მათი გაწბილება. ისიც, რომ ჩვენ პირველი ქართველი გოგონები ვართ ამერიკულ კალათბურთში, ერთიორად ზრდის პასუხისმგებლობას. ჩვენი თამაშით, სწავლით, საქციელით უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ნდობას, რომ გზამკვლევები ვართ სხვა ქართველი გოგონებისთვის.
- ანას ტრავმა ჰქონდა. ახლა კარგადაა და იმედია, მალე დაიბრუნებს სასურველ ფორმას.
- თავად ავირჩიე ჩემი საყვარელი მოთამაშის, სტეფ ქარის პატივსაცემად.
- ცხადია, ტურნირის მოგებას ვგეგმავთ და ამისთვის თავს არავინ დავზოგავთ.
- აქაური კალათბურთი ევროპულისაგან სტილითა და სისწრაფით განსხვავდება.
- კოლეჯების ლიგის შემდეგ საუნივერსიტეტო ლიგა მოდის, იქიდან კი NBA-მდე ერთი ნაბიჯია.
- მიმაჩნია, რომ კალათბურთი ჩემი პროფესიაა. თუმცა აქ ხელოვნებათმცოდნეობას ვსწავლობ და მგონი, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
- ხელშეწყობა სპორტის ნებისმიერ სახეობას სჭირდება. აშშ-ში ეს სახელმწიფო დონეზეა მოგვარებული. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, საქართველოში ქალთა კალათბურთს სათანადო ყურადღება რომ არ ექცევა, მაგრამ იმედია, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროზე, სპორტზეც და მათ შორის ქალთა კალათბურთზეც.
- ვგულშემატკივრობ "გოლდენ სტეიტს", მოთამაშეებიდან კი ყველაზე მეტად სტეფ ქარი მიყვარს.
- WNBA-ში თამაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი