"ფეხბურთი და ჩვენი ცხოვრება პანდემიის შემდეგ ისეთივე ვეღარ იქნება" - მესი
ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
არგენტინელი თვლის, რომ COVID-19-ის ინფექცია შეცვლის მთელ მსოფლიოს და ამასთანავე, ფეხბურთს. ამის შესახებ ინფორმაციას El Pais ავრცელებს.
"ჩვენ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორი იქნება სამყარო მას შემდეგ, რაც ეპიდემია დასრულდება მან თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. ადამიანები კარგავენ ნათესავებს და ახლობლებს, იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ მათ ნორმალურად გამოემშვიდობნონ. ეს უსამართლობაა. ფეხბურთი, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, ისეთივე აღარასოდეს იქნება, როგორიც აქამდე იყო", - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში ექვს მილიონ ადამიანს გადააჭარბა.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი