მესიმ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა
ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვებს. როგორც რადიოსადგურ Onda Cero-ს ჟურნალისტი, ალფრედო მარტინესი "ტვიტერზე" წერს, არგენტინელმა კლუბს აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქსით შეატყობინა.
წყაროს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კონტრაქტში ჩადებულ პირობას გამოიყენებს და ხელშეკრულებას ცალმხრივად გაწყვეტს.
აღსანიშნავია რომ ლიონელ მესი გუნდთან ერთად ვარჯიშს აღარ აპირებს და არც კორონავირუსზე ტესტს გაივლის. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
