2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სახლი, აგარაკი, სამუშაო ადგილი - ამ დღეს პირადი სივრცის დალაგებას და კეთილმოწყობას თუ გეგმავთ, კარგი იქნება, ახლობელ ადამიანებიც დაიხმაროთ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგად დალაგება-დასუფთავებას არ დასჯერდეთ და კაპიტალური რემონტი დაიწყოთ.

 

კურო

ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრის მოთხოვნილება გაქვთ და ღირსეულ თანამოსაუბრეს ეძებთ. თანამოსაუბრეც რომ ვერ ნახოთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი შეიძლება ინტელექტუალურ კამათამდე მიიყვანოთ! თქვენთვის კამათის შედეგზე მნიშვნელოვანი აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.

 

ტყუპები

ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროექტში წარმატება გელით და სულ ერთია, ეს ფინანსური ინვესტიციები იქნება, ბიზნესის გაფართოების გადაწყვეტილება თუ შვებულებასთან დაკავშირებული გეგმები. თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს და თქვენი იდეების უპირატესობა პრაქტიკულობაა.

 

კირჩხიბი

ანალიტიკური აზროვნებისა და გამჭრიახობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერი რთული საკითხის გარკვევას შეძლებთ. მთავარია ფაქტების საჭირო რაოდენობა მოაგროვოთ და შემდეგ უკვე სწორი დასკვნების გაკეთებას თავად შეძლებთ. გამჭრიახობა კირჩხიბის განსაკუთრებული ხიბლია და ეს გასაგებია - ადამიანს არაფერი ამშვენებს ისე, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

 

ლომი

კარგად დაფიქრდით და აღიარეთ - ჩიხში ხომ არ ხართ? თავის მოტყუების დრო დასრულდა, ამიტომ დროა, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. თუ მოვლენების გაანალიზების შემდეგ მიხვდით, რომ არასწორი გზით მიდიხართ, მშვენიერია. ახლა შეიძლება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო გზა აირჩიოთ.

 

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ნაცნობი, კოლეგა, მეზობელი და ა.შ.; ურთიერთობებში ქალწული ლოგიკით ხელმძღვანელობს და არა ემოციებით, ამიტომ კარგი იქნება, ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ. მომავალში ეს ურთიერთობა ძალიან გამოგადგებათ.

 

სასწორები

ვარსკვლავები გირჩევენ აურზაურს თავი დააღწიოთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. მშვენიერი დღეა საქმეებისა და გეგმების გააზრებისა და დასკვნების გამოსატანად. ფილოსოფიურად მოაზროვნე სასწორს შეუძლია საკუთარ თავში ჩაიხედოს და სწორი პასუხი იპოვოს კითხვებზე - "რა მინდა ცხოვრებისგან?", "საით მივდივარ?" და "რა გავაკეთო შემდეგ?". ეს პასუხები სულის სიღრმეში დიდი ხანია, იცით, ახლა უბრალოდ უნდა აღიაროთ.

 

მორიელი

წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება აუცილებელია. გამორიცხული არ არის, სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ორი თავი ერთზე უკეთესია. ერთმანეთის იმედი და დახმარება რომ არა, ადამიანები დღემდე გამოქვაბულებში იცხოვრებდნენ.

 

მშვილდოსანი

ერთადერთი სურვილი გამოძრავებთ - ყველას დაუმტკიცოთ, რომ მართალი ხართ. გარშემო მყოფებს ერთადერთი არჩევანი აქვთ - თქვენს არგუმენტებთან უნდა დაეთანხმონ. მშვილდოსანი მხოლოდ მაშინ იქნება კმაყოფილი და ბედნიერი, თუ მის ინტელექტუალურ უპირატესობას აღიარებენ.

 

თხის რქა

მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც თქვენს საქმეებზე უარყოფითად აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დილა აქტიურად დაიწყოთ - დილის ვარჯიში და კონტრასტული საქმიან განწყობას შეგიქმნით.

 

მერწყული

ახალი ვალდებულებები ახალ პერსპექტივებს მოგიტანთ. ეს შეიძლება იყოს ხელის თხოვნა, პროფესიული საქმიანობის გაფართოება, კარიერული წინსვლა და ა.შ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ - შედეგი მოლოდინს გაამართლებს და თქვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება.

 

თევზები

თუ მოინდომებთ, საკუთარი ერუდიციით ნებისმიერ თანამოსაუბრეს გააოცებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ, მოლაპარაკებაზე სასურველი შედეგი მიიღოთ, ახალი პროექტი წარმოადგინოთ და ა.შ. თქვენ ინტელექტუალურ კომუნიკაციაში ბადალი არ გყავთ, რაც უზარმაზარ უპირატესობას განიჭებთ.

წაკითხვა 352 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.