November 22, 2024

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სარისკო ავანტიურებისა და დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ ხართ განწყობილი. არ დათანხმდეთ შეთავაზებას, რომლის შედეგი შეიძლება თქვენთვის სავალალო იყოს. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას - ხვალ შეიძლება სულ სხვა აზრზე იყოთ.

 

კურო

შესაძლოა, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეთ და ის გააკეთოთ, რასაც მალე ინანებთ. ზღვარგადასული ემოციურობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციურად არ იმოქმედოთ და გამოცდილი ადამიანების რჩევას ენდოთ.

 

ტყუპები

გირჩევთ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შეხედოთ და ფაქტები კარგად გადაამოწმოთ, რათა ანგარებიანი ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ვიღაც ეცდება თქვენი კავშირები და შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. სადავო სიტუაციებში გირჩევთ თქვენს შინაგან ხმას მოუსმინოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო გაგრძელებას გპირდებათ.

 

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. ვიღაც თქვენი პირადი საზღვრების დარღვევას ცდილობს. საკუთარი პოზიციის დასაცავად მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობას და ეცადეთ კონტაქტები შეზღუდოთ. დაწყებული საქმის დროულად დასრულებისთვის მეტი უნდა იაქტიუროთ.

 

ლომი

ამ დღეს ალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. თუ დარწმუნებული არ ხართ, რა და როდის უნდა გააკეთოთ, დაისვენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. დღევანდელ შეცდომას ძალიან უარყოფითი შედეგი მოჰყვება. საყვარელ ადამიანებთან საუბარი ოპტიმიზმით აგავსებთ.

 

ქალწული

ეცადეთ უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ და გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ სიტუაცია მომხდარის შეფასებისა და გაანალიზების დროს არ მოგცემთ. ინტუიციის დახმარებით ეცადეთ თქვენი ოპონენტის მოსალოდნელი მოქმედება გამოთვალოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საერთო პრობლემებზე გულწრფელად ესაუბროთ.

 

სასწორი

მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული, რთული დღეა. განწყობა მკვეთრად და ხშირად გეცვლებათ, ამიტომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით შეიძლება ვიღაც შეურაცხყოთ და საუკეთესო ურთიერთობა გააფუჭოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.

 

მორიელი

ყველაფერი იღონეთ, რომ დაძაბული სიტუაციები და აგრესიული ადამიანების სიახლოვე თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება უსიამოვნო თავგადასავალში ჩაგითრიოთ. კარგი იქნება, თუ გულწრფელად ესაუბრებით ადამიანს, ვისაც ახლახან აწყენინეთ. რთულ საქმეებს მხოლოდ არასტანდარტულ მიდგომით გადაწყვეტთ.

 

მშვილდოსანი

ფინანსური თვალსაზრისით რთული პერიოდია - ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ, რათა ყველაზე აუცილებელი ნივთების შეძენა შეძლოთ. ერთადერთი გამონაკლისი საყვარელი ადამიანისთვის უნდა დაუშვათ - ეცადეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ.

 

თხის რქა

ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად დრო საგულდაგულოდ გაანაწილოთ. ამ დღეს ერთ საკითხზე მუშაობა საკმარისი არაა - სიტუაცია მოითხოვს, რომ რამდენიმე სფერო ერთდროულად აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ.

 

მერწყული

დღის პირველი ნახევარი დუნე და უხალისო იქნება. სამუშაო განწყობის შექმნა და მოქმედების დაწყება გიჭირთ. სადილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ამ დღეს ურთიერთობა მხოლოდ მხიარულ და პოზიტიურ ადამიანებთან უნდა დაამყაროთ, რომ მათი განწყობა გადმოგედოთ.

 

თევზები

ემოციური ფონი იმდენად მაღალია, რომ მშვიდი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს დაუფიქრებელ მოქმედებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

წაკითხვა 248 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.