" მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“
მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავისი სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ამიტომ ნამდვილად, როგორც არაერთხელ გვითქვამს უკვე, ამ სიაში მოხვედრა პატივი არის, იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არ აქვს ამ სიაში მათი მხრიდან ადამიანების შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ არის გლობალური ძალების მიერ დაფინანსებული ყოველგვარ საფუძველს მოკლებული დოკუმენტი, რომელშიც უამრავი უზუსტობაა.
„არც დასაბუთებაზე აღარ ვლაპარაკობთ, ელემენტარულად ისეთი ფაქტობრივი ცდომილებები აქვთ, როდესაც მოსამართლეების სიაში ჰყავთ შეყვანილი ადამიანი, არც მოსამართლეა და უკვე არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. ასეთი ფაქტობრივი ცდომილებები ბევრია. თავად დასახელება არის დიდი ცდომილება. მე ეჭვი მეპარება და ნამდვილად არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს. ამიტომ ეს დასახელება „მეგობარი აქტი“ მხოლოდ და მხოლოდ პიარული შეფუთვა არის იმ მტრული და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული განწყობისა, რომელიც ამ აქტში არის. რატომ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს აქტი მომართული, რადგან ის ასანქცირებს და უპირისპირდება ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ, რომ არა ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, ინდივიდუალურად არავის წინააღმდეგ არ იქნებოდა ეს აქტი მომართული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვისჯებით, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ვასრულებთ ამ ქვეყნის ინტერესებში შემავალ პოლიტიკას.
სიახლეები
- ვაშლის სამარხვო ნამცხვარი
- “დანაშაულში მონაწილე არასრუწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება” - გიორგი გვარაკიძე
- “რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე
- “„ლელოს“ ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში” - თეა წულუკიანი
- პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს