2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ დაიმახსოვროთ სიზმრები, რომლებსაც ამ ღამეს ნახავთ - ისინი შეიძლება მინიშნებებს შეიცავდნენ. შესაძლოა, ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ. გირჩევთ შექმნილი ვითარებიდან ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ, რადგან აზრს მალე შეიცვლით. სამსახურში ყველაფერი მშვენივრადაა. შესაძლოა, ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოთ, რაც ფინანსურ ან თანამდებობრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კურო

როგორი მაცდური და მომხიბლავიც არ უნდა გეჩვენოთ, შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. მოითხოვეთ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ და კარგად გააანალიზოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოსალოდნელი რისკების ან დამატებითი პირობების შესახებ გაიგოთ, რომლებსაც გულმოდგინედ გიმალავენ. ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ ძველი, კარგად ნაცნობი საქმის კეთება უნდა გააგრძელოთ.

ტყუპები

მშვიდი დღეა, პრობლემების გარეშე. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ რთული და შრომატევადი საქმეების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში უმიზეზო შფოთვა და ნერვიულობა იგრძნოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება ფინანსურად ან პროფესიულად მოგებიანი საქმეებისკენ გადაიტანოთ, რაც კეთილდღეობას და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. დილიდან სიზარმაცის შეტევას ებრძვით, მაგრამ უშედეგოდ. ეცადეთ ბრძოლა მარტივი საქმეებით დაიწყოთ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოემზადეთ დაძაბული სიტუაციებისთვის. ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ლომი

სამსახურში გადაღლა შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ გირჩევთ მარტივი საქმეებით დაკავდეთ და ხშირად დაისვენოთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და შეიძლება დიდი სკანდალი ან დაპირისპირება წამოიწყოთ. ძველ მეგობართან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ, ამიტომ ყველაფერი გვერდით გადადეთ და მასთან წადით.

ქალწული

ყოველმხრივ დატვირთული დღეა. დილიდან უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, თუმცა ენერგიით სავსე ხართ და საქმეს ადვილად უმკლავდებით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ, თუმცა მოულოდნელი სიახლე სიტუაციას განმუხტავს. სახლის დალაგება სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

სასწორი

სამსახურში დაძაბული ურთიერთობებისთვის უნდა მოემზადოთ. თქვენს რომელიღაც კოლეგას სურს ზიანი მოგაყენოთ და თქვენი შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონტაქტები შეზღუდოთ და საქმე მარტოობაში აკეთოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ამ დღეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. დროა ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

პიროვნული ხიბლისა და დახვეწილი იუმორის წყალობით ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. უფრო მეტიც, შეიძლება მენეჯმენტისგან დაწინაურება ან ფინანსური წახალისებაც მიიღოთ. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ძალების აღსადგენად გირჩევთ საღამო მარტო გაატაროთ და კარგად გამოიძინოთ.

თხის რქა

რთული და დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და თავი შეიკავეთ მათთან ურთიერთობისგან, რომ განწყობა არ გაიფუჭოთ და ძვირფასი დრო დაზოგოთ. გახსოვდეთ, რომ საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ და ყურადღებიდან არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებს საკუთარი ბიზნესუნარებით გააოცებთ - ყველაზე რთულ საკითხებს მარტივად უმკლავდებით და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებთ, თუმცა, თქვენს პროექტებს უფრო ფრთხილად დამუშავება სჭირდება. გამონახეთ დრო, რომ ყველა წვრილმანი თავიდან შეამოწმოთ და სერიოზული შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თევზები

ზედმეტი ემოციურობა და გაურკვევლობა ნაყოფიერ მუშაობაში ხელს გიშლით. გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამომავლოდ გადადოთ და დაწყებული პროექტის დასრულებაზე იზრუნოთ. მიწვევაზე უარს ნუ იტყვით - შესაძლოა ნაცნობი ადამიანისგან სამომავლო თანამშრომლობისთვის საინტერესო და ფინანსურად მოგებიანი წინადადება მიიღოთ.

წაკითხვა 204 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.