ზოგს განქორწინება, ზოგს - დიდი სიყვარული ელის: თებერვალი თქვენს პირად ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს
2024 წლის თებერვალი ზოდიაქოს 5 ნიშნის პირად ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ზოგი დაშორდება, ზოგი კი ახალ რომანტიკულ ურთიერთობებს დაიწყებს.
ვერძი
მარტოხელა ვერძს თებერვალში კარმული შეხვედრა ელოდება. იღბალი ახალ ნაცნობებს მოგიყვანთ და ვნებიანი სიყვარულის ისტორიების შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. სწორედ სასიყვარულო ურთიერთობები გახდება განვითარების სტიმული ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ლომი
ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში რევოლუციას გიმზადებენ. თებერვალში თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან შეიცვლება. არ არის გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მთლიანად დაიპყრობს თქვენს გულს; წარმოუდგენლად მიგიზიდავთ ადამიანი. ვინც უკვე დაქორწინებულებია, უნდა მოემზადოთ საცხოვრებლებთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის. მაგალითად, შეიძლება პარტნიორმა შემოგთავაზოთ ცალკე ცხოვრება ან საჭირო იქნება საქორწინო კონტრაქტის შეცვლა.
სასწორი
სასწორებს ელის ახალი რომანტიკული თავგადასავლები, რომლებიც სავსეა ვნებითა და ფლირტით. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძლიერ გრძნობებს აღძრავს თქვენში და მთლიანად გარდაქმნის თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას. თქვენი გრძნობების ახალი ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს შთამბეჭდავი ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანი.
მორიელი
არ არის გამორიცხული, თქვენმა სასიყვარულო პარტნიორმა ერთად ცხოვრების დაწყება შემოგთავაზოთ. ან თავად გადაწყვეტთ საცხოვრებლის შეცვლა ახალი ურთიერთობის დაწყების მიზნით. დაოჯახებულებსაც გელით ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ქონების გაყოფა ან განქორწინება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ვინც გრძელვადიან ქორწინებაშია თებერვალში დაფიქრდება, უნდა შეცვალოს რამე პირად ცხოვრებაში თუ სირთულეებთან ბრძოლას უნდა შეეშვას და დაშორდეს.
მერწყული
მერწყულსაც გელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში. და სწორედ თქვენ გახდებით გლობალური ცვლილებების ინიციატორები. შეიძლება პარტნიორთან ერთად გადაწყვიტოთ შვილების გაჩენის საკითხი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ურთიერთობების ახალ დონეზე გადასაყვანად. მარტოხელა მერწყულმა შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს კოლეგასთან, რომელიც მოგვიანებით სერიოზულ სასიყვარულო ისტორიაში გადაიზრდება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"