14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მთელ დღეს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე ფიქრში გაატარებთ. გამოცდილ ადამიანებთან საუბარი, მათი რჩევების მოსმენა და მხარდაჭერა კარიერულ წინსვლაში და ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ აუჩქარებლად იმუშაოთ, რომ არასწორი გათვლები და შეცდომები თავიდან აიცილოთ.
კურო
თქვენი თავდაჯერება და მიზანსწრაფულობა შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, უმოკლეს დროში და წარმატებით დასრულდება. განწყობის ასამაღლებლად გირჩევთ, ახალ, საინტერესო ადგილას ეწვიოთ, ახალი ემოციებით აივსოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. პირად ცხოვრებაში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შეგიძლიათ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და პრევენციული ზომები მიიღოთ.
ტყუპები
რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. დილიდან დეპრესიულ განწყობას და უმიზეზო შფოთვას გრძნობთ. ეცადეთ, სახლიდან გახვიდეთ და ახალი ტანსაცმელი შეიძინოთ, ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ ან უბრალოდ, მხიარული ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. ეს სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ და თქვენი ცუდი განწყობა შარშანდელი თოვლივით გაქრება.
კირჩხიბი
ეს დღე რომ მხიარული და წარმატებული იყოს, ეცადეთ, თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. პირიქით, მეტი მოუსმინოთ და ხშირად დაეთანხმოთ. გარდა იმისა, რომ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, ამ გზით სასურველის მიღწევასაც შეძლებთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, სწორი, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ.
ლომი
ამ დღის ყველა პრობლემას მარტო ვერაფრით გაუმკლავდებით, ამიტომ ვარსკვლავები სანდო დამხმარეების პოვნას გირჩევენ. ეცადეთ, ურთიერთობებში უხეშობას მოერიდოთ და მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. თუ საჭიროა, კომპრომისზე წასვლაც უნდა შეძლოთ. საოჯახო საქმეები უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ, ამიტომ უმჯობესია, საღამომდე მოაგვაროთ.
ქალწული
მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას - ამით მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა და ამან არ უნდა შეგაშინოთ. სიახლეები დაგეხმარებათ, რომ თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. იყავით, გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და ორპირობა ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
სასწორი
შეეცადეთ, დრო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაანაწილოთ, რომელიც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. აკონტროლეთ ემოციები, თუნდაც გარშემომყოფები ძალიან გაღიზიანებდეთ, იყავით მშვიდი და მეგობრული. საყვარელი ადამიანებისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. დღეს შეიძლება წარსულმა თავი შეგახსენოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ - ამას ადვილად გაუმკლავდებით.
მორიელი
ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც წავიდეს, მაგრამ ეს ადგილი დიდხანს არ დარჩება ცარიელი. გარემოებები სწრაფად იცვლება, მაგრამ ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს.
მშვილდოსანი
ღრუბლებში ფრენამ და ოცნებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ იმის მიმართ, რაც ახლა ხდება, არ გამოტოვოთ მოგებიანი შანსი. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ფულის სესხებას მოერიდოთ.
თხის რქა
ამ დღეს პირველ რიგში, საკუთარი პრობლემების მოგვარებას ცდილობთ. წადით მაღაზიაში და საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთეთ. ზედმეტ კალორიებს კი უნდა ერიდოთ - მათი მოცილება გაგიჭირდებათ. წარსულ მარცხზე სინანულის ნაცვლად, ჯობია, მომავალზე იფიქროთ.
მერწყული
რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარება საჭირო გამოცდილებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან, რადგან ამან შეიძლება ფინანსურ კრიზისამდე მიგიყვანოთ. საკუთარ წარმატებებზე საუბრის ნუ მოგერიდებათ - შესაძლოა, თქვენ საქმიანი თვისებებით ვიღაც დაინტერესდეს და მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ.
თევზები
კარგად მოფიქრებული გეგმის განხორციელების დროა. იმოქმედეთ თამამად, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. ეცადეთ, პრობლემებს უფრო რეალისტურად შეხედოთ და წარსულის უარყოფითი გამოცდილება გაითვალისწინოთ. უპირატესობა რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს უნდა მიანიჭოთ, წვრილმანი ამოცანები კი სამომავლოდ გადადოთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი