ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც კარიერულ ცვლილებები ელით სავსემთვარეობაზე
სავსემთვარეობა ქალწულში ტრადიციულად ასოცირდება დასაქმების თემასთან. ამასთან, ბევრმა შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები პლანეტა სატურნის გავლენის გამოც. კარმის პლანეტა სატურნი ახლა თევზების ნიშანშია, რაც ამძაფრებს ემოციური პასუხისმგებლობისა და სიმწიფის თემას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. თევზები კი ქალწულის მოპირდაპირე ნიშანია.
სატურნი ყველაზე მკაცრი მასწავლებელია ასტროლოგიაში. ის არასოდეს გაჩუქებთ რამეს ტყუილად, არამედ მხოლოდ შრომისა და ვალდებულების გამო. მაგრამ მისი საჩუქრებია ყველაზე მდიდრულია, ქალებს შეუძლიათ შეხვდნენ წარმოუდგენლად წარმატებულ და პასუხისმგებელ მამაკაცებს; კარიერაში მას ხშირად მოაქვს აღიარება სერიოზული ადამიანებისგან.
24 თებერვალს სავსემთვარეობა ქალწულში სატურნის მოწინააღმდეგე ნიშანში ხდება (თავად თევზებშია). ეს არის არჩევანის ასპექტი, როდესაც სამყარო გაიძულებთ, მიიღოT გადაწყვეტილება, როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება. კარიერულ საკითხებს მოგიწევთ ახალი პასუხისმგებლობის ან ვალდებულებების აღება.
ქალწული
შეგიძლიათ მიიღოთ დაწინაურება, მაგრამ ამასთან, მოგემატებათ სერიოზული პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება თანამდებობა მოგცენ, მაგრამ ამავდროულად ელოდეთ, რომ საკმაოდ მკაცრად მოგთხოვენ მოვალეობის შესრულებას.
თევზები
შეიძლება კონფლიქტი გქონდეთ მენეჯმენტთან, იმის გამო, რომ თქვენგან უფრო მეტის გაკეთებას ელიან. მაგალითად, შეიძლება გამოჩნდეს უფრო სერიოზული ბოსი, რომელსაც შეუძლია უფრო მკაცრად გაუმკლავდეს სამსახურში ზოგიერთ დავალებას.
მშვილდოსანი
სავსემთვარეობა ხდება თქვენი სტატუსისა და მიღწევების სექტორში, ასე რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მიიღოთ სერიოზული დაწინაურება და ეს დაკავშირებული იქნება სერიოზული ადამიანის ფარულ მფარველობასთან.
ლომი
სავსემთვარეობა ხდება თქვენს ფინანსურ სექტორში, ასე რომ, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ დაწინაურება. აუცილებლად იგრძნობთ თვითშეფასების ამაღლებას და იმასაც, თუ რამდენად გაფასებენ სხვები. მიიღებთ მხარდაჭერას იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენზე მაღალ თანამდებობაზეა.
ვერძი
სავსემთვარეობა ხდება თქვენს სამუშაო სექტორში. მოსალოდნელია უსიამოვნო მომენტი თქვენს გუნდში ერთ-ერთ კოლეგასთან. შესაძლოა მცირე გაუგებრობა მოხდეს ფინანსური საკითხების გამო. საბედნიეროდ, საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
სიახლეები
- "ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით