3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს გარშემო მყოფები თქვენს დახმარებას ეცდებიან და მხარდაჭერაზე უარს ნუ იტყვით, თუნდაც ის ადამიანი გთავაზობდეთ, რომელიც არ მოგწონთ. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. ეცადეთ, მომდევნო სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.
კურო
ემოციურად რთული დღეა. საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. გინდათ თუ არა, ოჯახთან ხანგრძლივი საუბარი და საკუთარი გეგმებისა და ქმედებების ახსნა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები რომ არ გააფუჭოთ, მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და კრიტიკას უნდა მოერიდოთ.
ტყუპები
ფინანსური საკითხების მოგვარებისას ნუ აჩქარდებით და მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გარკვეული თანხა დაკარგოთ. ასევე, ამ დღეს მოერიდეთ კამათში კამათში ჩარევას და გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრების მოხვევას. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ.
კირჩხიბი
დილიდან ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული და მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაც არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, რადგან საეჭვოა, გარშემო მყოფებმა თქვენი დახმარება შეძლონ. საღამოს სასიხარულო სიახლე გელით. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.
ლომი
მოემზადეთ აქტიური დღისთვის - წინ ბევრი ურთიერთობა გელით. საქმიანი ურთიერთობები წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მიიღებთ. ეცადეთ პრაქტიკული საკითხები გულისყურით განიხილოთ, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ.
ქალწული
რთული და პრობლემებით დატვირთული დღეა. საერთო ენის პოვნა ახლო ადამიანებთანაც კი გიჭირთ. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები განგებ გაღიზიანებენ. ჩხუბის და დაპირისპირების აცილებას ყოველთვის ვერ ახერხებთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ხვალ უსიამოვნებები არავის ემახსოვრება. სავარაუდოდ, ზოგ მოვლენაზე შეხედულებას შეიცვლით და ახალი პრიორიტეტები გაგიჩნდებათ.
სასწორი
მთელი დღე შინაგან მოუსვენრობას და გაღიზიანებას გრძნობთ. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობა გაწყვიტოთ ადამიანთან, რომელიც ადრე მეგობრად მიგაჩნდათ. ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ არ მოქმედებენ, ამიტომ კარგი იქნება, თუკი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას მოერიდებით.
მორიელი
განსაკუთრებული სიფრთხილე და თავაზიანობა გამოიჩინეთ ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება თქვენს კარიერასა ან პროფესიულ პოზიციაზე გავლენა მოახდინონ. გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ურთიერთობა სამუდამოდ გააფუჭოს. შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის - ახალი ნივთები დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს - შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, იმუშაოთ.
მერწყული
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ ინიციატივა ხელში აიღოთ, იაქტიუროთ და სასურველს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ხელსაყრელი გარემოებები საშუალებას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭიც კი აღმოაჩინოთ.
თევზები
დროა კონფლიქტი დაასრულოთ და ადამიანს, ვისთანაც უმნიშვნელო მიზეზის გამო იჩხუბეთ, შეურიგდეთ. მოსალოდნელია შეხვედრა იმ პიროვნებასთან, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ. ხანმოკლე მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი