12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოლაპარაკებებს აპირებთ, დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, გარემოებების ან ვიღაცის გავლენით განწყობა გაგიფუჭდეთ. გამორიცხული არ არის ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.

კურო

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოგვარებისა და შოპინგისთვის. საღამოს გარკვეული წესებისა და შეზღუდვების დაცვა მოგიწევთ, რაც სასურველი შედეგების მიღწევაში ხელს შეგიშლით. მოსალოდნელია კონფლიქტი ერთ-ერთ მეგობართან ან კოლეგასთან, ამიტომ სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებას უნდა მოერიდეთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

დღე მშვენივრად დაიწყება. უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და ურთიერთობა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში თქვენზე ასაკით ან სოციალური მდგომარეობით უფროს ადამიანთან დაპირისპირება გელით. მოერიდეთ სამთავრობო უწყებებში ვიზიტს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში.

კირჩხიბი

ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პროფესიული პრობლემები წარმატებით მოაგვაროთ. თქვენი ახალი იდეები და წინადადებები არავის გაუზიაროთ - ჯერ ამის დრო არ დამდგარა. შორიდან მოსულმა ამბებმა შეიძლება გაგაბრაზოთ. განსხვავებული რწმენის ან პრინციპების გამო შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის, თუმცა შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც არ მოგეწონებათ. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების მოგვარებაზე უარი თქვათ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ქალწული

პროფესიულ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს ხელფასის მომატება ან დაწინაურება იყოს. დღის მეორე ნახევარში პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ იჩინოს თავი. ნუ დაუშვებთ, რომ მცირე გაუგებრობამ თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი ცოდნის მიღების, მოგზაურობისა და სამართლებრივი საკითხების მოგვარებისთვის. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მორიელი

თქვენმა ნაყოფიერმა მუშაობამ დღეს შეიძლება დამატებითი შემოსავლის სახით სასურველი შედეგი მოგიტანოთ. სამაგიეროდ, პირად ურთიერთობებში სირთულეები გელით. შესაძლოა, ზოგ მორიელს პარტნიორთან დაშორებაც კი მოუწიოს. ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

12 აპრილს ეცადეთ, უფროსი ნათესავების მხრიდან ზეწოლას მოთმინებით შეხვდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. კარგი დღეა სახლში ფიზიკური დატვირთვისთვის.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად საუკეთესო დროა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ოჯახის წევრები და მეზობლები თქვენი კრიტიკული შენიშვნებით არ გააღიზიანოთ. შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მერწყული

ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიახლეებს ან ხელსაყრელ შეთავაზებას უნდა ელოდოთ. აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა და ნუ გადაიღლებით. უმჯობესია, ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და მათ ფარულ სურვილებსა და მოლოდინებს უსიტყვოდ ხვდებით. სახლში არსებულმა მდგომარეობამ შეიძლება თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს. სავარაუდოდ, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და ახლობელთან დაპირისპირება მოგიწევთ.

წაკითხვა 257 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.