2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
2 ოქტომბერს სამსახურში უამრავი საინტერესო ამოცანა გელით. კოლეგების მხარდაჭერა საქმეების დასრულებას გაგიმარტივებთ. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ, განსაკუთრებით თუ დიდი შესყიდვები გაქვთ დაგეგმილი.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს ყურადღებით მოუსმინოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ოცნების ადამიანს შეხვდეთ. იაქტიურეთ, იღბალი თქვენს მხარესაა.
კურო
რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. პირად პროექტებზე მუშაობა მოგიწევთ, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შესაძლო დაბრკოლებების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, სიძნელეები წარმატებისკენ მიმავალი გზის ნაწილია. ფრთხილად იყავით - სარისკო პროექტებში ინვესტირებამ შეიძლება ზარალი მოგიტანოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ოჯახის მხარდაჭერა დროებითი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
2 ოქტომბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების დღეა და ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ. საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. პროფესიულ სფეროში შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი უნარები წარმოაჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სასურველია თავშეკავება და გონივრული გათვლა.
სიყვარულში ეს დღე მოვლენებით იქნება სავსე. თუ გყავთ პარტნიორი, ეცადეთ, დრო ერთად გაატაროთ და რომანტიკული ატმოსფერო შექმნათ.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება და ზუსტად იგრძნობთ, შემდგომი წარმატებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილება, რომელიც თქვენს კარიერაზე გავლენას მოახდენს. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. თუ ადამიანებთან საუბარი იცით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში მოგებული დარჩებით. ფინანსური მხარე ყურადღებას მოითხოვს. არახელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისა თუ ინვესტიციებისთვის.
ეცადეთ, ოჯახურ ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.
ლომი
ლომებო, დატვირთული დღისათვის მოემზადეთ! ხელსაყრელი დროა ინიციატივის გამოჩენისა და აქტიური მოქმედებებისთვის. მკვეთრი გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ არ მიიღოთ. მოსალოდნელია კოლეგებთან დაპირისპირება. გირჩევთ სიბრძნე და ცოტაოდენი ეშმაკობა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. ფინანსებში უმჯობესია სპონტანურ შესყიდვებს მოერიდოთ და საკუთარ ვალდებულებებში უკეთ გაერკვეთ. გირჩევთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ — ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. მარტოხელა ლომი შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეს.
ქალწული
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ — შესაძლოა, შესწორება დაგჭირდეთ, რათა თქვენს სურვილებს უკეთ მოარგოთ. პროფესიულ ცხოვრებაში მზად იყავით ცვლილებებისთვის და სიტუაცია ყველა კუთხიდან შეისწავლეთ. ფინანსური მხარე სტაბილური იქნება, თუმცა ეცადეთ ვალის აღებას თავი აარიდოთ.
პირად ცხოვრებაში შეიძლება ძველი კონფლიქტების გადაჭრა გახდეს საჭირო. ეს ძველი კავშირების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
სასწორებო, თქვენში კომუნიკაციის ძლიერი სურვილი იღვიძებს. ხელსაყრელი დღეა ახალი კავშირების დამყარებისა და ერთობლივი პროექტების განხილვისთვის. თქვენი დიპლომატიური უნარები ძალიან დაფასდება.
პროფესიულ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა გამოიჩინოთ. კომპრომისების პოვნისა და თანამშრომლობის უნარით მაღალ შეფასებას დაიმსახურებთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეცადეთ წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.
სიყვარულში სასიამოვნო მოვლენები გელით.
მორიელი
მორიელებო, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც — ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში მორიელებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. ზოგჯერ ეს გამოწვევად ჟღერს, მაგრამ მოთმინება არ უნდა დაკარგოთ. ფინანსურად სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს, ამიტომ ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილეთ.
თუ მარტოხელა ხართ, ეს დღე ისეთ გრძნობებს მოგიტანოთ, რომლებიც თქვენს მომავალს შეცვლის.
მშვილდოსანი
ეს დღე სავსეა აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით. თქვენი ოპტიმიზმი სანდო მეგზური იქნება.
პროფესიულ სფეროში პოზიტიური ცვლილებები გელით. თქვენი ინიციატივა სიხარულით იქნება მიღებული და აღიარებას მოგიტანთ. ფინანსური სიტუაცია სტაბილურია, თუმცა სიფრთხილე მაინც გმართებთ - მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და დაუფიქრებელ ხარჯებს.
პირად ცხოვრებაში თქვენს გრძნობებს და ინტერესებს გაუფრთხილდით. მარტოხელა მშვილდოსნები შესაძლოა, სიყვარულს სრულიად მოულოდნელ ადგილზე შეხვდნენ, ამიტომ მზად იყავით ახალი გამოცდილებისთვის.
თხის რქა
ამ დღეს პროფესიულ სფეროში სირთულეები გელით. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, შეიძლება გამოსავალი ნახოთ. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ სტრატეგიას მიაქციეთ. საკუთარი ხარჯები საფუძვლიანად შეისწავლეთ და გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ.
ურთიერთობებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ახლობლებთან გულწრფელად ისაუბრეთ. ეს ურთიერთობების განმტკიცებასა და ჰარმონიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ეს დღე ახალი იდეებითა და შთაგონებით სავსეა. პროფესიულ სფეროში ღია და კონსტრუქციული დიალოგი თქვენი წარმატების გასაღები იქნება. ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები, რათა უსარგებლო დანაკარგები თავიდან აიცილოთ.
ხელსაყრელი დროა ურთიერთობების განვითარებისათვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, მეტი იაქტიურეთ, რათა ახალი ადამიანები გაიცნოთ.
თევზები
თევზებო, ამ დღეს მოსალოდნელია ემოციური მერყეობა, ამიტომ საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სამსახურში მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ. ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ. ეს პერიოდი არასტანდარტული გადაწყვეტილებებსა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ფინანსურ სფეროში სპონტანურ გადაწყვეტილებებს ერიდეთ - ჯობია, წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვეთ.
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, საყვარელ ადამიანს თქვენი განცდები გაუზიაროთ.
სიახლეები
- “აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან” - ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე
- “მინდა, მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს; მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!” – მიხეილ სააკაშვილი
- „პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან?“ - სუროგატი დედების საქმის ფიგურანტი ახალ სააგენტოს ხსნის
- “გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე” - კახა ოქრიაშვილი
- მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე