ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ფულსა და სიმდიდრეს
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა დამოკიდებული თუ ადამიანმა დროთა განმავლობაში გამოცდილებით უნდა გამოიმუშაოს.
ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად იზიდავს "ფინანსურ ქუდბედს".
ვერძი - ვერძები ბუნებით მებრძოლი და დაუღალავი ადამიანები არიან. მათ ხასიათში ამ თვისებებს განაპირობებს პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მმართველად ითვლება. მარსის გავლენით ვერძებს არ ეშინიათ რისკის, არასოდეს იციკლებიან წარუმატებლობაზე და ყოველი მარცხის შემდგომ, უფრო მეტი ენთუზიაზმით იწყებენ სასურველი მიზნისკენ სვლას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის რომ ვერძები ძალზე ხშირად მდიდრებიან. თუმცა, როგორც წესი, მათ ფულის შოვნა უფრო ეხერხებათ ვიდრე დაგროვება.
მორიელი - მორიელებს ძალაუფლება სწყურიათ. მათ უმეტესობას უყვარს სიფრთხილე, ყოველთვის წინასწარ ზვერავს ნებისმიერ სიტუაციას და გააჩნია "გეგმა ბე", იმ შემთხვევაში, თუკი არსებული მეთოდები არ გაამართლებს საქმეში. როგორც წესი, მორიელებს რისკიც ძალიან უყვართ, ამასთან ერთად, მათი ბრძოლისუნარიანობა ვერძისგან განსხვავებით სტრატეგიულ გათვლებს ეფუძნება. შესაბამისად, მორიელი უფრო ნაკლებად რჩება ამა თუ იმ ფინანსურ სიტუაციაში წაგებული. ქონების დაგროვებაც გაცილებით უფრო ოსტატურად გამოსდით. შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან ძუნწებიც კი არიან.
მერწყული - გლობალურად მოაზროვნე და არაორდინალური ნიშანია. აქვს შესანიშნავი ალღო, წინასწარ განსაზღვროს რა მოხდება მომავალში. ამიტომ იდეალურად შეუძლია ინოვაციურ პროექტებზე ფსონის დადება და ფულის კეთება. მერწყულების დიდი ნაწილი მომხვეჭელი და ძუნწი არაა. ისინი სიამოვნებით უნაწილებენ საკუთარ შემოსავალს გაჭირვებულებს, დაჩაგრულებს და ნიჭიერ ხალხს. თუმცა, ეშინიათ ვალებისა და ვერც თავად იტანენ ფულის გასესხებას.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო