მიხეილ ცაგარელის 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:

მოერიდეთ ავანტურულ მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი და არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს, რომლებიც აუცილებლად ეცდებიან თქვენს მოტყუებას.

 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების, სამშენებლო მასალის და ავეჯის შესაძენად.

 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, რადგან მაღალია კუნთების დაჭიმვის ალბათობა, გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით, ხილით, ბოსტნეულით და შოკოლადით.

 

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, იასპი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

ზოდიაქოს ნიშნები – განსაკუთრებით ბევრი საქმე ექნებათ კუროს, სასწორის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს. წარმატებები ელით ქალწულს, მორიელს და თხის რქას, პრობლემური იქნება დღე ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულსთვის.

 

fortuna.ge

წაკითხვა 1151 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 26 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.