ზოდიაქოს 5 ყველაზე გაუმაძღარი ნიშანი
თქვენ გიყვართ გემრიელი კერძები?
1. კურო
კურო საკვებს დიდ ყურადღებას უთმობს. ისინი მუდამ აკეთებენ კომენტარებს კერძის გარეგნულ სახეზე, სუნზე და ასე შემდეგ. ისინი საკვების ყოველ მიღებაზე გარკვეულ აზრს აქსოვენ. კურო რესტორანში წასვლამდე ინტერნეტში რესტორნის მენიუს ეძებს. ისინი სამზარეულო საქმეში ბოლო ტენდენციებს მუდამ აკვირდებიან.
2. სასწორი
სასწორებმა საუზმის, სადილისა და ვახშმის ძირითადი მომენტები კარგად იციან, მაგრამ რუტინას ყოველთვის არ მისდევენ. მათ შეიძლება 2 საუზმე ჰქონდეთ და შემდეგ სადილამდე არაფერი, ანდა შეიძლება მთელი დღე რაღაცას მიირთმევდნენ.
მათ ცმაცუნი უყვართ და სულაც არ ადარდებთ, რამდენი დროა დარჩენილი სადილამდე. ისინი მიირთმევენ, რაც სურთ და როცა სურთ. განსაკუთრებით ეს ღამის საათებზე ითქმის.
3. თევზები
თევზები კარგი განწყობის შესაქმნელად კვებას ხშირად იყენებენ. მათ სურსათის გრძელი სია აქვთ, რომელიც მათ შვებას ჰგვრით. როცა იტანჯებიან, ჭამენ მანამ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობენ. ამას გარდა, თევზებს ახალი საკვების დაგემოვნებაც უყვართ.
4. ლომი
ლომებს საკვები უყვართ და ყველაზე მეტად გემრიელად და საქმის ცოდნით დამზადებული საკვები მოსწონთ.
ლომს მოსწონს კარგი გარემო, გაწვრთნილი პერსონალი, კვალიფიციური შეფ-მზარეულის მიერ შედგენილი სადეგუსტაციო მენიუ და კარგი ღვინო. ლომები, როგორც წესი, სახლში ბევრს არ მიირთმევენ. გამონაკლისს გადასარევად მომზადებული კერძები შეადგენს, რომლითაც თავსაც გაუმასპინძლდები და სტუმრებსაც!
5. ვერძი
ვერძებს თავგადასავლები უყვართ, მათ შორის კულინარიული თავგადასავლები. მათ სხვადასხვაგვარი ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებაც უყვართ. ვერძებს მუდმივად ერთი და იგივე კერძი არ მოსწონთ, მაგრამ არც მარტო ატარებენ კულინარიულ ექსპერიმენტებს. ვერძებს ცხოვრების შემოთავაზებებზე დიდი მადა აქვთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი