"არასდროს საქმეს ხელი არ მოჰკიდოთ დამარცხების შიშით"- რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას

ყველაზე ფასეული, რასაც ადამიანი ცხოვრებაში ეტაპობრივად იძენს, მზარდი თავდაჯერებულობაა, საქმის კეთების საკუთარ უნარში რწმენის განმტკიცება, რომელიც  დაუღალავი შრომის შედეგად მიიღება.

გამარჯვებისადმი სწრაფვა და თავდაჯერებულობა ნებისმიერ სხვა რამეზე მეტად განაპირობებს წარმატებას.

 

ამერიკელი პროფესორი ჯეიმსი განუწყვეტლივ ესაუბრებოდა ახალგაზრდებს თუ რა მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავში თავდაჯერებულობას და შრომას. თუ სტუდენტი შემართებითა და კეთილსინდისიერად იმეცადინებს, ერთ მშვენიერ დღეს  გაღვიძებისას აღმოაჩენს, რომ თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანია.

 

ძლიერი ნებისყოფისა და მიზანსწრაფული ადამიანი საბოლოოდ უფრო წინ აღმოჩნდება, ვიდრე, ის, ვინც უმიზნოდ მოქმედებს. წარმატების წინამძღვარი სწორედ მიზანი და შემდეგ მოქმედებაა, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეცნიერი გახდეთ,  ან მტკიცე გეგმა გაქვთ გაწერილი რა გსურთ მომავალში,  მაშინ საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებული  გაქვთ. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი გამბედაობა წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია. მტკიცე ხასიათით იარეთ მიზნისკენ, იშრომეთ, იძიეთ, იპოვეთ, აღმოაჩინეთ - შეფერხდიით? თავიდან სცადეთ. 

 

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, დეილ კარნეგი ამბობდა: - "იბრძოლე მაშინ, როცა იმედი აღარ ჩანს! აი ეს არის სახარბიელო ბედი! და თუ არ გაგიმართლა კიდევ ერთხელ მოსინჯე. გახსოვდეთ! დანებება ადვილია და თავის მაღლა დაჭერა ძნელი."

 

მარცხის განცდა -ეს გამოცდაა ნებისყოფაზე, შეუპოვრობასა და გამარჯვების წყურვილზე, რომელსაც მხნედ და გაბედულად უნდა შეხვდეთ. გაუძლოთ ცხოვრების დარტყმებს... ყოველი დარტყმის შემდეგ ადექით, შეუპოვრობის და წარმატების სურვილი გააორმაგეთ. ნუ ჩათვლით, რომ წარმატების გზა ადვილია და რომ წრმატებულ ადამიანებს უბრალოდ გაუმართლათ. მათ სწორედ ასეთი რთული გზა გამოიარეს. დამარცხება არ ნიშნავს  დასასრულს... მიზანსწრაფული ადამიანისთვის ეს ახალი სტარტია, რათა დაიწყოს მიზნისკენ უფრო სწრაფი და გაბედული მოძრაობა.

 

ყველაზე საუკეთესო მაგალითი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ - უკეთესად გაიცანითის ადამიანი, რომელსაც წარმატებულად თვლით. წაიკითხეთ მისი ნაბიჯები, თუ როგორ მიაღწია მიზნს, შემდეგ კი ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ რომელ წერტილში იმყოფებით, რამდენი გაშორებთ სასურველ წერტილამდე. ალბათ ყველა შემთხვევაში აღმოაჩენთ რომ ადვილი არ იყო მათ მიერ განვლილი გზა, რამდენი წინაღობა გადალახეს, მარცხიც მიიღეს, მაგრამ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს. ახლა კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მზად ხართ მიბაძოთ ასეთ ადამიანებს, მზად ხართ, რომ ისტორიამ და მომავალმა თაობამ ისაუბროს თქვენს მიღწევებზე.

 

„წარმატებისკენ მიმავალი გზა უმეტეს შემთხვევაში რთულია, ამ გზაზე არის აღმავალი და დაღმავალი სვლები, მთავარია ფსიქოლოგიურად ძლიერები ვიყოთ. ყველაზე ნეგატიურ გამოვლინებასა და წარუმატებლობაშიც კი უნდა ვეძებოთ დადებითი, როგორც იტყვიან ”მედალს ორი მხარე აქვს”. წარუმატებლობის მეორე დადებით მხარე ის არის, რომ იგი გაკვეთილია წარმატების მიღწევისათვის, მისი მიზეზების გაანალიზება დაგვეხმარება სამომავლოდ წარმატების მიღწევაში. იგი უნდა იქცეს გამომწვევად. წარუმატებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულებულია და თითქოს მეორე შანსი არ მოგეცემათ. სრულებითაც არა, უბრალოდ ამჯერად არ გაგიმართლათ, ამის მიზეზი შეიძლება იყო უიღბლობა,  ან თქვენი არასწორი ნაბიჯი. “წარუმატებლობა -ეს უბრალოდ ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალებაა, მაგრამ უფრო ჭკვიანურად,”- ჰენრი ფორდი

 

მუდამ გახსოვდეთ! მარცხს ღირსეული ადამიანები არ უშინდებიან, ცხოვრება კი ასეთ ადამინებს განსაკუთრებულად აჯილდოვებს.

 

სპეციალურად FirstNews.ge -თვის  მარკეტინგის მენეჯერის ნათია ბეგლარაშვილის ბლოგი.

წაკითხვა 2102 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.