"ნუ გაბოროტდებით, გაიღიმეთ და წინ, გამარჯვებებისკენ!” - რა დაუბარა შვილიშვილებს ქალმა, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ნუ გაბოროტდებით, გაიღიმეთ და წინ, გამარჯვებებისკენ!” გაითვალისწინეთ, თუ გინდათ, ჩემსავით ბედნიერ სიბერემდე მოაღწიოთ", - დაუბარა შვილიშვილებს ქალმა, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი მთელი ცხოვრება აგროვებდა ბრძნულ გამონათქვამებს, რჩევებს და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჟურნალისმაგვარი ჩანაწერები დაუტოვა შვილებს.
"ჩაისუნთქე მომავალი, ამოისუნთქე წარსული...
არასდროს იწუწუნოთ იმაზე, რაც იყო, რა სიძნელეებიც უნდა გაიაროთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ მომავალში წარმატება გელით. არ გქონდეთ არავის იმედი და არავის არაფერი მოსთხოვოთ. ყველაფერი მარტომ, დამოუკიდებლად აკეთეთ და ნახავთ, პირველი ნაბიჯის შემდეგ მეორეს გადადგმაც არ გაგიჭირდებათ.
ცხოვრება შეიძლება უფრო მარტივი იყოს ყველაფერს ერთდროულად და ახლავე ვერ გააკეთებთ. იცხოვრეთ, დატკბით თითოეული დღით და აკეთეთ ის, რაც იმ მომენტისთვისაა აუცილებელი. ის, რაშიც სულსა და გულს ჩადებთ, გამარჯვებით დაგვირგვინდება.
გარშემო მყოფებმა ან ისეთი უნდა მიგიღონ, როგორიც ხართ, ან საერთოდ არ მიგიღონ.
სიმართლის თქმა იმ შემთხვევაში ნუ შეგეშინდებათ, თუ ხმა გიკანკალებთ. იმ ბილიკზე უნდა გაიაროთ, რომელიც მარტო თქვენია. ნუ ელით, რომ სხვები მოგიწონებენ არჩევანს. მათ არც კი იციან, სად მიდიხართ.
ის არ ხართ, რაც ადრე იყავით და ასეც უნდა იყოს დღევანდელ დღემდე უამრავი წარმატება და დამარცხება განიცადეთ. ორივე შემთხვევამ უამრავი გამოცდილება შეგძინათ. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება და თქვენც იცვლებით; იმაზე უკეთესი, ძლიერი, განათლებული ხდებით, ვიდრე იყავით.
სირთულეები გზრდით, თუმცა ამას მიხვედრა უნდა ყველაზე თხელი ძაფიც კი ოდესმე ძლიერ თოკად გადაიქცევა. ნუ შეუშინდებით მარცხს. გამარჯვების შემდეგ გაიცინებთ, როცა წარმატებისკენ მიმავალ თქვენს პირველ ნაბიჯებს გაიხსენებთ.
ნუ ეცდებით სიმდიდრის დაგროვებას, ბედნიერების მოპოვებას ესწრაფვოდეთ როცა გაიზრდებით, ფასები კი აღარ მიგიზიდავთ, არამედ ფასეულობები. დააგროვეთ მოგონებები, ღიმილები, გარშემო მყოფებთან გულთბილი დამოკიდებულება. ასაკში მათ უფრო დაედება ფასი, ვიდრე ძვირად ღირებულ უსულო საგნებს.
მიიღეთ გადაწყვეტილებები და იყავით ხალისიანი გახსოვდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობის დიდი ნაწილი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. გაუღიმეთ მათ, ვისაც შურს თქვენი. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და ღიმილით გააგრძელეთ გზა.
იყავით ყურადღებიანი ახლობლების მიმართ ნუ განაწყენდებით იმ ადამიანზე, ვისაც ცუდად ყოფნის დროს ახსენდებით. გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, უთხარით, რომ რაც უნდა მოხდეს, თქვენ მის გვერდით ხართ და მხარს დაუჭერთ. ახლობელ ადამიანებს კი, ვისაც ჭირშიც ახსოვხართ და ლხინშიც უფრო მეტი სითბო და ყურადღება არგუნეთ.
ზოგჯერ უნდა გაუშვათ ადამიანი მთავარი ის კი არაა, რას აკეთებთ სხვისთვის, არამედ ის, რას აკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი გახდეთ. ზოგჯერ უნდა დაემშვიდობოთ ისეთ ადამიანებს, ვინც არ იზიარებს თქვენს ინტერესებს. ამით გაუთავისუფლებთ ადგილს იმათ, ვისი ინტერესებიც თქვენსას ემთხვევა. დატოვეთ თქვენთვის კეთილი მოგონებები მათზე და გააგრძელეთ გზა ზრდისკენ, უკეთესობისკენ.
უმჯობესია, უკან მოტრიალდეთ და თქვათ: ”არ მჯერა, რომ მე ეს გავაკეთე”, ვიდრე: ”სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება ვერ შევძელი”
აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ორივე შემთხვევაში გაგაკრიტიკებთ. ამიტომ სხვებისთვის კი ნუ იცხოვრებთ, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრეთ. ისე მოიქეცით, როგორც იმ მომენტში ჩათვლით საჭიროდ. ისე შეიყვარეთ საკუთარი თავი, რომ გარშემო მყოფთა მოსაზრებებმა საკუთარ თავზე აზრი არ შეგაცვლევინოთ.
თუ ბედნიერ დასასრულს ვერ ხედავთ, დროა, ახლის ძიება დაიწყოთ..
შეხედეთ საკუთარ თავს ობიექტურად და გააცნობიერეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს. ის ადამიანიც კი, ვინც ახლა ძალიან ძლიერია, შეცდომების გამოსწორებით და ღიმილით მოვიდა აქამდე. იყავით ძლიერნი. ნუ შეგეშინდებათ ყველაფრის თავიდან დაწყების. ნუ გაბოროტდებით, გაიღიმეთ და წინ, გამარჯვებებისკენ!"
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"