5 შეკითხვა, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაუსვათ საკუთარ თავს
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ სტივ ჯობსის წარმატების ფორმულის შესახებ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ყოველ დილას ერთი კითხვით იწყებდა: ეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, რას გავაკეთებდი?
მანამ, სანამ საკუთარ უნიკალურ ციტატას გამოიგონებდეთ, წარმოგიდგენთ იმ 5 სასარგებლო შეკითხვას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს.
1. ვიპოვე თუ არა ჩემი ნიშა?
თუკი საკმარისი ენთუზიაზმი არ გაგაჩნიათ იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებთ, რამდენიც არ უნდა ეძებოთ მოტივაცია, ის არ გაჩნდება. დაკარგავთ წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ყველაზე პატარა დაბრკოლებაც კი კრახის მომტანი გახდება თქვენთვის.
ეს მდგომარეობა წარმატებისკენ მიმავალ გზას სულაც არ ასახავს, თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა ამ შეცდომას ხშირად უშვებს. თუკი ეს არ არის ის, რისი კეთებაც გსურთ და თქვენი თავი ვერ იპოვეთ, მაშინ დროა სამსახური შეიცვალოთ და საკუთარ თავში მიძინებული ცეცხლი გამოაღვიძოთ.
2. რამდენს ვსწავლობ ჩემი შეცდომებისგან?
წარმატებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდებით მოფენილი რომ არ გახლავთ, ეს თავადაც კარგად მოგეხსენებათ. ის იმთავითვე უამრავ მარცხს გულისხმობს, რაც სრულიად ნორმალურია. თუმცა, გზად გადამხდარი წარუმატებლობის შემდეგ, 2 რამაა მნიშვნელოვანი:
- დროზე წამოდგეთ ფეხზე.
- მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვათ.
რამდენი რჩევაც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენი გამოსავალიც არ უნდა ეძებოთ სიტუაციიდან, ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანი ყველაზე კარგად საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.
3. ვცდები თუ არა საზღვრებს?
თუკი დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ართმევთ თავს, ჩარჩოებშიც ჯდებით და მოულოდნელ სიგიჟეებს სტაბილურობას ამჯობინებთ, დიახ, თქვენ ყველაფერს იდეალურად აკეთებთ, მაგრამ თუ საქმეში ინდივიდუალიზმს არ გამოავლენთ და საზღვრებს ოდნავადაც არ გადააბიჯებთ, აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც თქვენს საქმეს უკეთ და მეტად კრეატიულად გააკეთებს.
4. რა არის ჩემი გეგმა?
სანამ საკუთარ თავს ათასგვარ გამოცდას მოუწყობთ, სტრატეგიებზე ფიქრი დაიწყეთ. კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი სამოქმედო გეგმა, დაისახეთ ახალთახალი მიზნები. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების ფიზიკური რუკა, რომელიც გაჩვენებთ სად ხართ ახლა და საით მიემართებით.
5. ისევ მჯერა, რომ მე ამას შევძლებ?
წარმატების მთავარი ფორმულა საკუთარი თავის რწმენაა. თავდაჯერებულობა და მოტივაცია, ამბიციასთან ერთად გაძლევთ დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას. მაგრამ ხშირად, წარმატების გზაზე ვორჭოფობთ და ეჭვი შეგვაქვს საკუთარ შესაძლებლობებში. ამ დროს აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: ისევ მჯერა, რომ მე ამას შევძლებ?
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში