"შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
კორონავირუსზე ვაქცინაცია, 20 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით 200 269 332 ადამიანს ჩაუტარდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 2,6%-ს შეადგენს.
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ლაშა ბექაურმა 90 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
NASA-ს მარსმავალის Perseverance-ის ("შეუპოვრობა") ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, მილიონობით ადამიანის მონაცემებთან ერთად იყო ქართული წარწერა "აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით".
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 60 დევნილ ოჯახს გადასცემს.