“დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
ქუთაისის საკრებულოს წევრი (პარტია "საქართველოსთვის") ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"როდესაც ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები,
როცა ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ პარტიების დაშინებაზე, დაშლასა და წნეხზე,
და როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გაუქმდეს თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია, ამ პირობებში არჩევნებზე უარის თქმა სწორედ ის არის, რასაც ეს ხელისუფლება ისახავს მიზნად.
ჩვენი პარტია, არ ვაპირებთ მივანიჭოთ რეჟიმს გამარჯვება ბოიკოტით. მმართველი ძალა არასდროს შეეგუება ნორმალურ არჩევნებს, ამიტომ ებრძვის მათ, ვინც მზად არის ბრძოლისთვის.
არ შევეგუებით პოლიტიკოსების დაჭერას, წნეხს, შერჩევით სამართალს და კორუფციით დაცლილ სისტემას. არ დავთმობთ არც არჩევნებს, არც ბრძოლის უფლებას.
ჩვენ გვყავს დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები,
დაშინებული მოქალაქეები, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, ეს არის ხელისუფლების მხრიდან სისტემური რეპრესია.
მაგრამ, სწორედ ამ ფონზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ დავთმოთ პოლიტიკური ველი, არ დავუთმოთ მათ არჩევნები, არ დავტოვოთ ქვეყანა ერთი პარტიის ხელში.
ჩვენი მიზანი არა ბოიკოტია, არამედ გამარჯვება.
ჩვენ ვერთვებით საარჩევნო პროცესში სრული პასუხისმგებლობით.
ვიბრძვით ყველა დემოკრატიული ხერხით, რომ ხალხის ხმა არ დაიკარგოს და მოვუწოდებთ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას გაერთიანდეს ბრძოლისთვის.
დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით" - წერს ელეონორა არჩაია
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
