რაჭული ლობიანი - განსხვავებული გემო

ლობიანის მომზადების სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს და ბევრი დიასახლისი ამაყობს თავისი ნახელავით. ამჯერად გვინდა ტრადიციული რაჭული ლობიანის რეცეპტი შეგახსენოთ.

 

თუ რაჭული ლობიანის გამოცხობას გადაწყვეტთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
1. გულსართისთვის ღორის ქონი სჭირდება. ამ დროს ე.წ. მუცლის ქონს ხმარობენ, რომელსაც სპეციფიური სუნი არ აქვს. ქალაქში მისი შოვნა არც ისე ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ლობიოს ხარშვისას ჩააყოლოთ ღორის ხორცის ან სალის მოზრდილი ნაჭერი. როცა ლობიო მზად იქნება, ხორცი ამოიღეთ. მას თავისი არომატიუკვე გამოშვებული ექნება (რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ ეხება სამარხვო ვარიანტს).

2. რაჭული ლობიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი ჯიშის ლობიოს გამოიყენებთ. ყველაზე შესაფერისია "ბათუმელას" ჯიში.


3. ამ ლობიანში სანელებლები არ იხმარება. მათ შორის არც პილპილი. მხოლოდ მარილი.

ინგრედიენტები:
ლობიო - 1 კგ;
ღორის ქონი - 100 გრ (ან ზემოთ ნახსენები ჩახარშვის მეთოდით);
ფქვილი - 1 კგ;
საფუარი - 1 სუფრის კოვზი;
შაქარი - 1 სუფრის კოვზი;
ზეთი - 2 სუფრის კოვზი;
მარილი - 1 ჩაის კოვზი;

მომზადება
გულსართი:
ვხარშავთ ლობიოს (შეგიძლიათ, წინა ღამეს დაალბოთ). პირველი წამოდუღების შემდეგ წყალს ვუცვლით და ვაგრძელებთ ხარშვას. კარგად

 

რომ მოიხარშება, წყალს გადავწურავთ, დავუმატებთ მარილს გემოვნებით, შევაზავებთ ღორის ქონით და ჩავზელთ, მასა თუ კარგადაა ცხიმით გაჯერებული - ლობიო არავითარ შემთხვევაში არ გადმოიყრება. 
ცომი:
1 ლიტრ თბილ წყალში (ვინაიდან უკვე ცივა, წყალი უფრო ცხელი უნდა იყოს, ვიდრე გრილი. ხელს არ უნდა გწვავდეთ, თუმცა კარგად თბილი უნდა იყოს) ვყრით 1 სუფრის კოვზ შაქარს, 1 სუფრის კოვზ საფუარს, 1 ჩაის კოვზ მარილს. მოვურიოთ და ყველაფერი კარგად რომ გაიხსნება, ფქვილიან თასში ჩავასხათ. მოვზილოთ რბილი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. 
ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, დავადოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ. ცხობა შესაძლებელია ტაფაზეც და ღუმელშიც. ცხობისას ცხიმის გამოყენება საჭირო არის. უკვე გამომცხვარ ლობიანს ზემოდან კარაქი გადაუსვით. 

mshoblebi.ge
წაკითხვა 3389 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.