ქათმისა და ყველის მაჭკატები
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ბასრი დანით ქათამი 7 მმ სისქის ნაწილებად დაჭერით და დიდ თასში მოათავსეთ.
თასში ხორცს დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, 1/3 ჭიქა მაიონეზი, 1/3 ჭიქა ფქვილი, 1 1/3 ჭიქა გახეხილი მოცარელა, 1 ½ ს/კ კამა, ½ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი. ურიეთ კარგად შერევამდე, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით ან მთელი ღამით.
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, ქათმის ნაზავი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ტაფაზე მოათავსეთ. ზედაპირზე კოვზით ოდნავ დააწექით, რომ მაჭკატი ცოტათი გაბრტყელდეს. წვით 3–4 წუთით პირველ მხარეს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და წვით 3 წუთით მეორე მხარეს, შებრაწვამდე. შეგიძლიათ, მაჭკატი ნახევრად გაჭრათ და შეამოწმოთ ქათამი შეიწვა თუ არა. თუ ხორცი შიგნით თეთრი ფერის იქნება, ის უკვე მზად არის, ხოლო თუ მეტისმეტად სწრაფად იბრაწება, დაუწიეთ ტემპარატურას.
აიოლის გასაკეთებლად* პატარა თასში 1/3 ჭიქა მაიონეზი*, 1 კბილი დაკეპილი ნიორი*, 1/2 ს/კ ლიმონის წვენი*, ¼ ჩ/კ მარილი*, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი* აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაჭკატები და საწებელი ერთად და გემრიელად მიირთვით :)
წყარო:კულინარია.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
