ყველიანი მაკარონი ასე ჯერ არ მოგიმზადებიათ - შედეგი მოლოდინს აჭარბებს
ინგრედიენტები:
- მარილი და პილპილი
- ბეკონი - 50.00 გ
- დაჭრილი ოხრახუში - 1.00 ს/კ
- წვრილად დაჭრილი ნიორი - 1.00 ს/კ
- კვერცხი - 3.00 ცალი
- არაჟანი - 150.00 გ
- ყველი - 150.00 გ
- ზეთი - 1.00 ს/კ
- მაკარონი - 250.00 გ
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 200-225 გრადუსამდე. 2-3 ლ ადუღებულ წყალში მოხარშეთ მაკარონი, დაამატეთ ზეთი და 10 წუთი ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი და დატოვეთ დასაწრეტად. სოუსის გასაკეთებლად: ერთმანეთში აურიეთ ყველი, არაჟანი და კვერცხი, დაამატეთ ნიორი, ოხრახუში და ლიმონის რბილობი, შეზავეთ მარილით და პილპილით. ყველის მასა ჩაუშვით მაკარონში, დაამატეთკარაქი. მოათავსეთ საცხობ ფორმაში ბეკონის ნაჭრებთან ერთად და 40 წუთი აცხვეთ ღუმელში.
წყარო: gemrielia.ge
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
